მრავალ ნათლისღებას, წყალკურთხევას დაგასწროთ უფალმა!

გაიხარეთ და გამრავლდით!
ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. შეგეწიოთ ამ დღის ძალა და მადლი, უფალი იყოს თქვენი მფარველი!!!

მრავალ ნათლისღებას, წყალკურთხევას დაგასწროთ უფალმა! - 666830835320

Комментарии

  • 19 янв 2015 14:02

    გილოცავთ ნათლისღებას...
    http://youtu.be/hYtk61XuYc0

    კურთხეული კიდით-კიდე
    მადლით ღელავს იორდანე,
    შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
    ერთად წმიდა იოანე.

    არემარეეს, იქ მღელვარეს,
    მიმოავლო ლოცვით თვალი
    და იხილა შორით სერზე
    მგზავრი შორით მომავალი.

    ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! -
    და უჩვენა მგზავრი თითით, -
    მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
    ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“

    მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
    მოიკითხა იოანე...
    უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
    მეც გამწმინდე და გამბანე“.

    ჩადგა წყალში იოანე,
    ნათელს-სცემდა წმიდა წყლითა
    და იმავ დროს მტრედის სახედ
    გადმოვიდა სული-წმიდა