ასე ყოფილა სამყაროს წესი , რომ დაგანახოს ორ ფერში ერთი ,
რომ განასხვავო თეთრი და შავი , უსამართლობა და სამართალი , რა არის ცუდი , რა არის კარგი , გზა გამოვლილი , და დარჩენილი , ადამიანში შეიცნო კაცი , კაცში ვერ ნახო ადამიანი , ზოგჯერ ცოცხალიც გგონია მკვდარი , დიდიხნის მკვდარიც , ზოგჯერ ცოცხალი , სიკვდილ - სიცოცხლის სად გადის ზღვარი , უნდა იცოდე , თუ ხარ ვაჟკაცი , ეს არის შენი ღირსების ფასი ... ტკბილი და მწარე , რომ გაარჩიო , ყველა კერძების დაგემოვნებას , გირჩევდი მაინც ენა არჩიო , მასში იპოვნი ორივეს ერთად . წყალი და ცეცხლი , სტიქიის ორი უკვდავი ძალა , სხვისი ხელებით ვერ გადალახავ , თუ არაფერი იღონე თავად . მიწა -მშობელი , ყველაფერს გაძლევს , მას მოფერება ჭირდება მარად , თუ არ მოუვლი , თუ მიატოვებ , ის უშენობით გახდება ავად , შენი ფესვები მაქედან მოდის , და თუ გახმება დაკარგავ თავსაც ... ჰაერს არ უყვარს ბილწი და სუნი , მას სისუფთავე მხოლოდ უხდება , თუ დაარღვიე მისი წესები , შხამად და წყევლად გადაიქცევა , მიუხედავად - სადაც იქნები , გასროლილ ტყვიად წამოგეწევა ... ნუ შეპირდები ნურავის იმას , რისი კეთებაც არ შეგეძლება , სირცხვილ - ნამუსი შეინარჩუნე და შუბლის ძარღვი ნუ გაგიწყდება , გვარი-შვილობას შეარცხვენ მაშინ , შენი სახელი შეილახება . სუსტთან ძალასა ნუ გამოიჩენ , მეტი სირცხვილი რაღა იქნება , თუ ძლიერი ხარ , ძლერს ებრძელე , კაცობას ასე შეეფერება . ყველაფერს ერთად ნუ მოისურვებ , ცოდვაც და მადლიც დადიან ერთად , სხვისი ჯამისკენ ნუ გაიწევი , და ნუ წაართმევ უსუსურს ლუკმას , სიხარბე ყელში გაგეჩხირება , გადაიქცევი ცხოვრების ძუკნათ , იმაზე მეტი არ შეგერგება , რაც შენ გეკუთვნის და რასაც შეჭამ ... ასე ყოფილა სამყაროს წესი , რომ დაგანახოს ორ ფერში ერთი , რომ განასხვავო თეთრი და შავი , უსამართლობა და სამართალი
ZURABASHVILEBI & ZURABISHVILEBI
:ლა ლი
ასე ყოფილა სამყაროს წესი , რომ დაგანახოს ორ ფერში ერთი ,
რომ განასხვავო თეთრი და შავი , უსამართლობა და სამართალი ,
რა არის ცუდი , რა არის კარგი , გზა გამოვლილი , და დარჩენილი ,
ადამიანში შეიცნო კაცი , კაცში ვერ ნახო ადამიანი ,
ზოგჯერ ცოცხალიც გგონია მკვდარი ,
დიდიხნის მკვდარიც , ზოგჯერ ცოცხალი ,
სიკვდილ - სიცოცხლის სად გადის ზღვარი ,
უნდა იცოდე , თუ ხარ ვაჟკაცი ,
ეს არის შენი ღირსების ფასი ...
ტკბილი და მწარე , რომ გაარჩიო , ყველა კერძების დაგემოვნებას ,
გირჩევდი მაინც ენა არჩიო , მასში იპოვნი ორივეს ერთად .
წყალი და ცეცხლი , სტიქიის ორი უკვდავი ძალა ,
სხვისი ხელებით ვერ გადალახავ , თუ არაფერი იღონე
თავად .
მიწა -მშობელი , ყველაფერს გაძლევს , მას მოფერება ჭირდება მარად ,
თუ არ მოუვლი , თუ მიატოვებ , ის უშენობით გახდება ავად ,
შენი ფესვები მაქედან მოდის , და თუ გახმება დაკარგავ თავსაც ...
ჰაერს არ უყვარს ბილწი და სუნი , მას სისუფთავე მხოლოდ უხდება ,
თუ დაარღვიე მისი წესები , შხამად და წყევლად გადაიქცევა ,
მიუხედავად - სადაც იქნები , გასროლილ ტყვიად წამოგეწევა ...
ნუ შეპირდები ნურავის იმას , რისი კეთებაც არ შეგეძლება ,
სირცხვილ - ნამუსი შეინარჩუნე და შუბლის ძარღვი ნუ გაგიწყდება ,
გვარი-შვილობას შეარცხვენ მაშინ , შენი სახელი შეილახება .
სუსტთან ძალასა ნუ გამოიჩენ , მეტი სირცხვილი რაღა იქნება ,
თუ ძლიერი ხარ , ძლერს ებრძელე , კაცობას ასე შეეფერება .
ყველაფერს ერთად ნუ მოისურვებ , ცოდვაც და მადლიც დადიან ერთად ,
სხვისი ჯამისკენ ნუ გაიწევი , და ნუ წაართმევ უსუსურს ლუკმას ,
სიხარბე ყელში გაგეჩხირება , გადაიქცევი ცხოვრების ძუკნათ ,
იმაზე მეტი არ შეგერგება , რაც შენ გეკუთვნის და რასაც შეჭამ ...
ასე ყოფილა სამყაროს წესი , რომ დაგანახოს ორ ფერში ერთი ,
რომ განასხვავო თეთრი და შავი , უსამართლობა და სამართალი