19 იანვარი ,სამშაბათი....

განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი -ნათლისღება ....
გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს და ვისურვებ, ღვთის საიდუმლოებები განცხადდეს ჩვენს სულებში!!! გწყალობდეთ ნათლისღების მადლი!!!ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები.
ნ ა თ ლ ი ს ღ ე ბ ა - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.
ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ნათლისღების დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს. https://www.youtube.com/watch?v=hYtk61XuYc0&feature=youtu.be

ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღეს

Комментарии

Комментариев нет.