14 фев 2016
არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა!
"აღიარებული დღესასწაული", რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა
წმინდა ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის ისტორიკოსებიც უარყოფენ და მის წარმართულ წარმოშობაზე მიუთითებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 14 თებერვლის ვალენტინობას რომაული წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. არც თვით წმინდა ვალენტინის ცხოვრებაში მოიპოვება რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი შეყვარებულთა მფარველი იყო (E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the christian church, 2000 p.601).
მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა ჯერ კიდევ 2001 წლის თებერვალში გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: “14 თებერვლის “სიყვარულის დღესასწაულს” შეცდომით უკავშირებენ კათოლიკური ეკლესიის წმინდანის სახელს: ეკლესიის ისტორია იცნობს რამდენიმე ვალენტინს, რომელთაგან არც ერთის ცხოვრება არ უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობებს… 14 თებერვლის ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს. ამ დღეს ძველ რომში ქალღმერთ იუნონას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც რომაელები ქალებისა და ოჯახის მფარველად თვლიდნენ. 15 თებერვალს იმართებოდა ნაყოფიერების დღესასწაული ლუპერკალიები.
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ეს დღესასწაული. მისი წარმართული და მოგვიანებით დასავლეთში შექმნილი ლეგენდარული ისტორიის გამო ვალენტინობა ევროპულ ხალხურ დღესასწაულად ითვლება. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში