“ავიაკატასტროფის დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, გადარჩენილმა ცოლ-ქმარმა სამაშველო ტივტივამდე მიაღწია, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო. უეცრად ქმარი ტივტივაზე ავიდა, ქალმა კი სიკვდილის წინ რაღაც ფრაზა დაიყვირა.” ამ დროს მასწავლებელმა მოყოლა შეწყვიტა და ბავშვებს კითხვა დაუსვა: “როგორ ფიქრობთ რა იყო ეს ფრაზა?” უმრავლესობამ თქვა: “ვერ გიტან!” ან “რა ბრმა ვიყავი რომ შემიყვარდი”. ამ დროს მასწავლებელმა ერთ-ერთი მოსწავლე შენიშნა, რომელიც ჩუმად იჯდა და აზრი ამას ჰკითხა. ბავშვმა უპასუხა: “ჩვენს შვილზე იზრუნე!” მასწავლებელი გაოცდა და ბავშვს ჰკითხა თუ საიდან იცოდა მან ეს ისტორია, ბავშვმა კი უპასუხა: “მე ეს ისტორია არ ვიცი, უბრალოდ, სწორედ ეს უთხრა მამამ დედას სიკვდილის წინ.” – თქვა ბიჭმა და მხრები აიჩეჩა. მასწავლებელს თვალები აუცრემლიანდა და თქვა: “სწორია.” მან მოყოლა განაგრძო: “მამა გადარჩა და როგორც ცოლმა სთხოვა შვილი გაზარდა. წლების შემდეგ, როდესაც მამა გარდაიცვალა გოგონამ მამის დღიური იპოვნა, სადაც ეს წაიკითხა: “მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, როდესაც სამოგზაუროდ მივდიოდით ეს უკვე ვიცოდით. ჩემი ცოლი კვდებოდა. როგორ მინდოდა, რომ მის მაგივრად მე დავმხრჩვალიყავი, მაგრამ ჩემი პატარა გოგონას გამო ეს ვერ გავბედე.” ამით ისტორია დასრულდა, კლასში ყველა ბავშვი ჩუმად იყო. მასწავლებელი ხედავდა, რომ ბავშვების უმრავლესობას თვალები აუცრემლიანდა და მაშინ მათ პირველად გაიგეს, რომ წინასწარ არავინ უნდა განსაჯო, რადგან სხვებზე ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით.
ZURABASHVILEBI & ZURABISHVILEBI
:ლა ლი
ეს ამბავი მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუყვა.
“ავიაკატასტროფის დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, გადარჩენილმა ცოლ-ქმარმა სამაშველო ტივტივამდე მიაღწია, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო. უეცრად ქმარი ტივტივაზე ავიდა, ქალმა კი სიკვდილის წინ რაღაც ფრაზა დაიყვირა.”
ამ დროს მასწავლებელმა მოყოლა შეწყვიტა და ბავშვებს კითხვა დაუსვა:
“როგორ ფიქრობთ რა იყო ეს ფრაზა?”
უმრავლესობამ თქვა: “ვერ გიტან!” ან “რა ბრმა ვიყავი რომ შემიყვარდი”.
ამ დროს მასწავლებელმა ერთ-ერთი მოსწავლე შენიშნა, რომელიც ჩუმად იჯდა და აზრი ამას ჰკითხა.
ბავშვმა უპასუხა: “ჩვენს შვილზე იზრუნე!”
მასწავლებელი გაოცდა და ბავშვს ჰკითხა თუ საიდან იცოდა მან ეს ისტორია, ბავშვმა კი უპასუხა:
“მე ეს ისტორია არ ვიცი, უბრალოდ, სწორედ ეს უთხრა მამამ დედას სიკვდილის წინ.” – თქვა ბიჭმა და მხრები აიჩეჩა.
მასწავლებელს თვალები აუცრემლიანდა და თქვა: “სწორია.”
მან მოყოლა განაგრძო:
“მამა გადარჩა და როგორც ცოლმა სთხოვა შვილი გაზარდა. წლების შემდეგ, როდესაც მამა გარდაიცვალა გოგონამ მამის დღიური იპოვნა, სადაც ეს წაიკითხა:
“მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, როდესაც სამოგზაუროდ მივდიოდით ეს უკვე ვიცოდით. ჩემი ცოლი კვდებოდა. როგორ მინდოდა, რომ მის მაგივრად მე დავმხრჩვალიყავი, მაგრამ ჩემი პატარა გოგონას გამო ეს ვერ გავბედე.”
ამით ისტორია დასრულდა, კლასში ყველა ბავშვი ჩუმად იყო. მასწავლებელი ხედავდა, რომ ბავშვების უმრავლესობას თვალები აუცრემლიანდა და მაშინ მათ პირველად გაიგეს, რომ წინასწარ არავინ უნდა განსაჯო, რადგან სხვებზე ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით.