ბევრჯერ ვეცადე გავქცეოდი მე შენს სიყვარულს,

მაგრამ, უშენოდ, ვერ შევძელი, ვერსად წავედი,
მე მეგობრობა შემოგფიცე გადასარჩენად
და სამუდამოდ გადავრაზე გულის კარები,
ჩუმად გაგშორდი, არ ვიცოდი სად მივდიოდი,
თითქოს შეჩერდნენ, გაიყინნენ წუთში წამები,
მე მარტოობა გავიყოლე, ერთგულ მეგზურად,
სამარადისოდ, გადავმალე სველი თვალები,
რაღაც დამთავრდა, ის დავკარგე, რითიც ვსუნთქავდი,
ხელში ჩამაჭკნა, ნაჩუქარი, თეთრი ვარდები,
აღარ მჭირდება სიყვარულის უცხო აჩრდილი
და სინანულშიც აღარასდროს დავიკარგები,
ვიცი დრო, თვითონ, გაგახსენებს, როგორ მიყვარდი
ტკივილის ცრემლით, აგემღვრევა სულის თვალები,
მაშინ მიხვდები, რომ არ ღირდა ჩემი დაკარგვა,
გული დაგწყდება, როცა მართალა მოგენატრები,
აღარ ყვავიან, ჩვენს ქუჩაზე, ძველი ჭადრები,
სადაც გელოდი, იქ არასდროს, აღარ დაგხვდები,
მეგობრობისთვის განწირული გული წავიღე
და სიყვარულის საძიებლად შენგან წავედი...

Комментарии

Комментариев нет.