15 საიდუმლო, რომელიც წონაში დაკლებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

სულ ტყუილად თვლით, რომ ლიმონს არ შეუძლია ხელი შეუწყოს წონაში დაკლებას. ეს ციტრუსი ცხიმის ბუნებრივი მწველია. დაუმატეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი ბოსტნეულის ან ხილის სალათში, ასევე, დესერტებში. ლიმონის წვენი დაგეხმარებათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ნაყროვანების შეგრძნება.
საიდუმლო 2. თხის ყველი
ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი ყველი თხისაში. ამ პროდუქტში ნაკლები კალორიაა. გარდა ამისა, თხის ყველი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ცილებს. მიირთვით თხის ყველი საუზმეზე, გააკეთეთ მისგან ბუტერბროდები და სალათები. თუ ვერ იშოვით მაღაზიაში თხის ყველს, მაშინ გადადით ფეტაზე ან ბრინზაზე – ეს ცხიმიანი ყველის ჯანმრთელი ალტერნატივაა.
საერთოდ, ნებისმიერი რბილი ყველი (არა მდნარი) ნაკლებკალორიულია, ვიდრე მაგარი.
საიდუმლო 3. რძე
გსურთ, რომ თქვენი მეტაბოლიზმი მაქსიმალური სიჩქარით მუშაობდეს? სვით უცხიმო რძე დღის მეორე ნახევარში. რძე თქვენს ორგანიზმს შესძენს საჭირო რაოდენობის ცილებს, ამასთან, დამატებითი კალორიების გარეშე. გაიხადეთ უცხიმო რძე დღის სასმელად და თქვენ ვერ იგრძნობთ შიმშილს; ამასთან, ზედმეტი ცხიმი დაიწვება.
საიდუმლო 4. ეგზოტიკური არომატიზატორები
ჩიკაგოს კვლევითი ცენტრის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეგზოტიკური გემოს შეგრძნება ჩვენს ტვინს ნაყროვანების სიგნალებს აწვდის. გამოიყენეთ სხვადასხვა სანელებელი ყოველდღიურ კერძებში იმისათვის, რომ მეტად მოხდენილები გახდეთ. საჭმელიც ბევრად გემრიელი და ნოყიერი გახდება და თქვენც არ გაზრდით პორციებს, რაც ძალიან ხშირად ხდება შეჩვეული პროდუქტების მიღების დროს.
საიდუმლო 5. ბანანი
არასწორია, თუ თვლით, რომ ბანანი ასუქებს. ის, რა თქმა უნდა, კალორიულია და შაქარსაც შეიცავს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ბანანი გახდომაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დამტკიცდა, რომ ბანანი მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ, რადგან ნაყროვანების სიგნალებს ტვინს ძალიან სწრაფად აწვდის. უმჯობესია, წაიხემსოთ ბანანით, ვიდრე სენდვიჩით, რადგან, როგორც წესი, ბანანით შემოიფარგლებით, უცებ დანაყრდებით, ხოლო ბუტერბროდის შემდეგ შიმშილის შეგრძნება დაგრჩებათ და კიდევ მოგინდებათ რაიმეს შეჭმა.
საიდუმლო 6. ყვავილოვანი კომბოსტო და მწვანე ლობიო
მოამზადეთ სხვადასხვა კერძი ამ ორი პროდუქტით. ისინი აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს და წვავენ ცხიმებს. შეგიძლიათ მთელი დღე ამ ორ პროდუქტზე გადაიაროთ, მაგრამ დასაწყისისთვის ინტერნეტში მოიძიეთ 3-4 რეცეპტი, რომ კვება მრავალფეროვანი გამოვიდეს და არ მოგინდეთ სხვა რამით წახემსება.
საიდუმლო 7. ხურმა
საოცრად გემრიელი ხილია და შეიცავს მხოლოდ 70 კალორიას. ხურმა შეიძლება გახდეს საუკეთესო დესერტი და სრულიად უსაფრთხო მოხდენილი სხეულისთვის, თუნდაც ის კილოგრამობით მიირთვათ. ხურმა შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებშიც. სამწუხაროა, რომ ის სეზონური ხილია.
საიდუმლო 8. ყვითელი ბოსტნეული
ყველას სმენია, რომ სასარგებლოა მხოლოდ მწვანე ბოსტნეული, მაგრამ ეს ასე არის. თურმე, არსებობს ორი ყვითელი პროდუქტი, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს. პირველ რიგში, ეს ყვითელი პომიდორია. ყვითელი პომიდორი შეიცავს მხოლოდ 15 კალორიას, მისი უცნაური შეფერილობა გაამრავალფეროვნებს თქვენს მენიუს, ხოლო მისი არომატით მოიხიბლებით. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ლობიოს. ის წვავს ცხიმებს, იძლევა აუცილებელ უჯრედებს და ბევრად ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე თეთრი ლობიო.
საიდუმლო 9. ქამა სოკო
ქამა სოკო ნებისმიერ კერძს დაბალკალორიულს გახდის. დაუმატეთ ის სალათებსა და გარნირებში, რადგან სოკოს ეს სახეობა მხოლოდ 26 კალორიას შეიცავს, სამაგიეროდ, მდიდარია მინერალებითა და ნახშირწყლებით. და რაც მთავარია – ზედმეტი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ.
საიდუმლო 10. კამბალა
თევზეულის სარგებლიანობაზე შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ რატომღაც ხშირად კამბალას იგნორირებას ვუკეთებთ. არადა, ის ყველაზე იაფი თევზია. ერთი სიტყვით, მცირე დანახარჯით თქვენ მიიღებთ ცხიმის წვისთვის აუცილებელ ომეგა-3-ს, ვიტამინებსა და ცილებს.
საიდუმლო 11. მიეცით თავს 2 კვირა
ჩვენს თირკმელებს დრო სჭირდება იმისათვის, რომ ნებისმიერ ახალ კვების რეჟიმს მიეჩვიოს. ამიტომაც თავდაპირველად არ იქნება კომფორტული თქვენი ორგანიზმისთვის ბოსტნეულისგან მომზადებული კერძების სისტემატურად მიღება, მით უმეტეს მაშინ, თუ მთელი ცხოვრება მაკარონითა და კატლეტებით იკვებებოდით. მაგრამ როგორც კი თირკმელები მიეჩვევა ვიტამინებით სავსე საკვებს, თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ ყოველდღიურად მეტი და მეტი ჯანმრთელი საკვების მიღება შეგიძლიათ. თირკმელებს ადაპტაციისთვის მინიმუმ 2 კვირა სჭირდებათ.
საიდუმლო 12. ჩიფსი დაშვებულია, მაგრამ ყველანაირი არა
ჩიფსების მოყვარულებს გავახარებთ და ვეტყვით, რომ შეგიძლიათ, უარი არ თქვათ ამ პროდუქტზე, მაგრამ ნაყიდი ჩიფსი უნდა ჩაანაცვლოთ სახლში მომზადებულით. ნაყიდი ჩიფსები მავნებელი სხვადასხვა დანამატით, არომატიზატორით, გაურკვეველი ცხიმითა და მარილით ხდება. სახლის პირობებში მომზადებულ ჩიფსებში კი ეს ყველაფერი არ არის და ამასთან, ნაკლებად გემრიელი სულაც არ არის. ჩიფსის მომზადებისას შეარჩიეთ მხოლოდ საუკეთესო ბოსტნეული, ხარისხიანი ზეითუნის ზეთი და შეწვის შემდეგ ხელსახოცით მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. გირჩევთ, მოამზადოთ ჭარხლის, სტაფილოს, კარტოფილის ჩიფსები.
საიდუმლო 13. ქათამი ღორის ხორცის ნაცვლად
ამოიღეთ რაციონიდან არა ის პროდუქტები, რომლებიც გიყვართ, არამედ ისინი, რომლებიც არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ დატოვოთ მენიუში ხორცი, მაგრამ ღორი შეცვალეთ ქათმით ან ინდაურით. ქათამი ნაკლებკალორიულია და ბევრ ცხიმს არ შეიცავს, ამასთან, საკმარისი რაოდენობის ცილას აწვდის ორგანიზმს.
საიდუმლო 14. ჯანმრთელი სოუსები
თუ გამოიყენებთ სასარგებლო სოუსებს, მაშინ შეგიძლიათ არ იდარდოთ დიდი რაოდენობით მიღებული ცხიმების გამო. წაიკითხეთ კიდევ ერთხელ საიდუმლო #1 ლიმონის წვენზე. თუ ლიმონის წვენს შეურევთ მწვანილს, დაუმატებთ უცხიმო იოგურტს – მიიღებთ საუკეთესო სოუსს ხორცისთვის. მაიონეზის მაგივრად ზეითუნის ზეთს შეურიეთ მდოგვი და არაჩვეულებრივი სოუსი მზად არის.
საიდუმლო 15. გარეცხეთ დაკონსერვებული ბოსტნეული
დაკონსერვებული ლობიო, სიმინდი, მწვანე ბარდა – სალათებისა და გარნირებისთვის საუკეთესო ინგრედიენტებია, მაგრამ მათში ბევრი მარილი და შაქარია. ამიტომ ისინი გამოყენებამდე გარეცხეთ. ასე მათ მოაცილებთ ერთ მესამედ მარილს, შაქარსა და არომატიზატორებს. ეს კი თქვენს წონაზე აუცილებლად დადებითად აისახება.[/cente

Комментарии

Комментариев нет.