ჩემი საქართველო მტკივა

♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მტკივხარ ჩემო საქართველო.
სანატრელო ჩემო მიწავ!
შორს წასული შენი შვილი..
მონატრებით გეფერები..
მინდა გულში ჩაგიხუტო..
მიწავ-ჩემო საფიცარო..
შენს მიწა-წყალს მოწყვეტილნი..
უშენობით აღარ ვხარობთ.
ვეღარ უძლებთ ამდენ ტკივილს
თვალზე ცრემლი ტკივილს აცხრობს.
სხვის ქვეყანას დაკარგულნი.
ჩვენი ქვეყნის სითბოს ვნატრობთ.
გაგვეყინა გულში სითბო..
ცხოვრებაა ძალზედ რთული..
წაქცეულს რომ ხელს გაუწვდი..
სწორედ ის გცემს დანას გულში...
ქართველს-ქართველი არ ინდობს..
ვისღა ვენდოთ! აღარ ვიცით..
გულში მტკივა საქართველო..
ჩემი კუთხის ყველა შვილი..
თუნდაც ყველამ დანა დამკრას..
მაინც მეყვარებით სულში..
მადლობა ღმერთს! ჩვენს დიდ უფალს..
რწმენას გულში ხატად მიქცევს..
ჩემს ერთ-მუჭა საქართველოს
ჩემს ქართველებს ჩამახუტებს..
მჯერას დასრულდება მალე..
ემიგრანტების ტკივილი..
ჩვენი ქვეყნის ტანჯულ-შვილებს..
უფლის მადლი მუდამ შველის...
სხვის მიწაზე დაღლილ ქართველს..
დააბრუნებს სამშობლოში...
ავტ/მარიამი/23.09.2016

Комментарии