მე უთვალავჯერ მადინეს ცრემლი,

ბევრჯერ სიკვდილი მანატრებინეს,
რამდენჯერ მკერდით ღალატისაგან
ნატკენი გული მატარებინეს...
ალბათ,რაღაცა ჩემი ბრალია,
დეკემბრის სევდამ სულშიც დათოვა,
ჩემთან ვერავინ ვერ გაძლო დიდხანს,
ვინც წასვლა შეძლო,ყველამ დამტოვა...
შენ ერთადერთი შემორჩი ბოლოს,
ჩემს ფიქრთან ბრძოლას შენ ისევ იტან
და შენთან ყოფნის ბრალია მხოლოდ,
სული სხეულში რომ ისევ მიდგას...

Комментарии

Комментариев нет.