გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,თორემ

არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება
იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ
ცხოვრება მიდის, როგორც "მზე შინა",
თორემ ერთხელაც ის ერთი წავა,
რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა.
გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა
ის რითაც გული კვდება და ფეთქავს,
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს,რადგან
არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება,
სწორედ მას ვტოვებთ,სწორედ მას ვკარგავთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა

Комментарии

Комментариев нет.