ბათუმის 08 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი
ზაურ გოგიტიძე
ძვირფასო ბათუმელებო,
მოგმართავთ რიგითი ბათუმელი, როგორც თქვენი უბნელი, მეზობელი, მეგობარი, თქვენი ოჯახის წევრი. იგივე ყოფითი პრობლემებით ვცხოვრობ, როგორც თითოეული თქვენგანი.
ჩემი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელ კანდიდატად სწორედ ამან განსაზღვრა - არ მინდოდა ვყოფილვიყავი რომელიმე პარტიის სახე, მიუხედავად მათი შემოთავაზებებისა, რათა ჩემი სათქმელი პირდაპირ ღიად, გულწრფელად მეთქვა და მომეტანა.
ჩემი ცხოვრება და საქმიანობა ყოველთვის იყო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცი თითოეული პრობლემა რომელიც არსებობს და ის სატკივარი რომელიც ჩვენ გვაწუხებს.
ბათუმელებთან ერთად ბათუმის აღმშენებლობისათვის! - ეს არის ჩემი სამოქმედო ხაზი, ჩემი სამოქმედო დევიზი.
სპეციალისტებისა და თქვენი ჩართულობით, თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, უნდა დავგეგმოთ და გავაშენიანოთ ახალი ტიპის ქალაქი, თითოეული უბანი.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყურადღებას მივაქცევ იმ ზოგადსახელმწიფოებრივ საკითხებს, რომელიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ ტრადიციულ ფასეულობებს.
ჩემი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში იქნება ინდივიდულური, ყოველი თქვენგანის პრობლემიდან და გასაჭირიდან გამომდინარე. თქვენთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დავაყენებთ და გადავჭრით თქვენ წინაშე არსებულ პრობლემას. უშუალოდ ვიქნები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამონაწილე. ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩემთან დაკონტაქტებას და მოგიწყობთ ნებისმიერ ინსტანციასთან, პირთან დაკავშირებას. საჭიროების შემთხვევაში გვიგულეთ თქვენთან, მოგვაწოდეთ თქვენი გასაჭირი და დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 557 00 90 70,
ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/zaur.gogitidze ,
მოგვმართეთ საცხოვრებელ მისამართზე: ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 3, ბინა 2.
ჩემი უპირველესი თხოვნაა რომ 15 ივნისს გამოცხადდეთ სარჩევნო უბნებში და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულთ.
პატივისცემით,
ზაურ გოგიტიძე
#zaur

Комментарии

Комментариев нет.