სალათი ”ვინეგრეტი

მასალა:

კარტოფილი 500გრ.

ჭარხალი 300გრ.

სტაფილო 2–3ც.

ხახვი 2–3 თავი

ოხრახუში (პეტრუშკა) 1 კონა

მჟავე კიტრი (პიკული) 2–3ც.

ბარდა 100–150გრ.

მარილი და მზესუმზირის ზეთი (ან მაიონეზი) გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო მოვხარშოთ, გავაცივოთ ცივ წყალში და დავჭრათ წვრილად კუბიკებად, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, ხახვი, ოხრახუში, ბარდას გადავავლოთ ცხელი წყალი, შემდეგ გადავწუროთ და ჩავყაროთ მასაში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მზესუმზირის ზეთი და ავურიოთ.

Комментарии

Комментариев нет.