ერთხელ, ერთმა მდიდარმა და თავგასულმა მასხრად აიგდო მასთან პურის სათხოვრად მისული ღატაკი და უბრალო ადამიანი და პურის ნაცვლად იქვე მდგარი ნაგვით სავსე ურნა მისცა...

ღატაკმაც, ისე რომ არაფერი უთქვამს, გამოართვა და წავიდა... მერე გამოასუფთავა ურნა, გარეცხა, შიგ მინდორში დაკრეფილი ულამაზესი ყვავილები ჩააწყო და მდიდარს მიუტანა. მდიდარმა და თავგასულმა გაოცებით კითხა, მე ნაგავი მოგეცი და შენ ყვავილებს რატომ მაძლევო, რაზეც უბრალომ და ღატაკმა უპასუხა, ყველა იმას გასცემს რაც გააჩნიაო...

Комментарии

Комментариев нет.