ვტოვებ წარსულში, უნდა გავუშვა!.. და გაკვეთილად ვიღებ შეცდომებს, რომ სამომავლოდ აღარ დავუშვა... ყველას თავის გზა მისცეს უფალმა, როგორიც სურს და როგორსაც ირჩევს... აბა, მე მასზე რაღად ვიდარდო, თუ კი ვერ მხედავს და აღარც მიმჩნევს... ჩემი სინდისი სუფთაა, ვიცი, არც სინანული მაწუხებს რამის... ფარისევლურის მე არ მწამს ცრემლის, არც უმიზეზოდ შეთხზული დრამის... თუ შენთან არის და მაინც სხვისკენ მიმართული აქვს აზრი-გონება... თუ თავისივე დადგმულ სპექტაკლში სცენების უწევს გამოგონება... დარჩეს წარსულში, კარგი წიგნივით! წავიკითხე და თაროზე დავდე... არ მსურს სხვის მიერ ნაწერი ხელით რომანში შექმნილ, პერსონაჟს ვგავდე... ✍️თაზო ბეროზაშვილი
➷❤➹მხოლოდ შენთვის➷❤➹
წარსულში რაც კი გამაჩნდა გრძნობა
ვტოვებ წარსულში,
უნდა გავუშვა!..
და გაკვეთილად ვიღებ შეცდომებს,
რომ სამომავლოდ აღარ დავუშვა...
ყველას თავის გზა მისცეს უფალმა,
როგორიც სურს და როგორსაც ირჩევს...
აბა, მე მასზე რაღად ვიდარდო,
თუ კი ვერ მხედავს და აღარც მიმჩნევს...
ჩემი სინდისი სუფთაა, ვიცი,
არც სინანული მაწუხებს რამის...
ფარისევლურის მე არ მწამს ცრემლის,
არც უმიზეზოდ შეთხზული დრამის...
თუ შენთან არის და მაინც სხვისკენ
მიმართული აქვს აზრი-გონება...
თუ თავისივე დადგმულ სპექტაკლში
სცენების უწევს გამოგონება...
დარჩეს წარსულში, კარგი წიგნივით!
წავიკითხე და თაროზე დავდე...
არ მსურს სხვის მიერ ნაწერი ხელით
რომანში შექმნილ, პერსონაჟს ვგავდე...
✍️თაზო ბეროზაშვილი