ხმლის ნატეხს კბილით ლესავდე, სჭამდე, ვერ გასძღე, გშიოდეს, წყალთან იდგე და ვერ სვამდე, გკაფავდენ,არა გტკიოდეს. დაგმეხონ,ალი აგვარდეს. გული გველივით წიოდეს. სისხლის მაგივრად შუბლიდან შხამ - გესლი ჩამოგდიოდეს. ცრემლი გდიოდეს, დაგიშრეს, თვალებში ცეცხლი ღვიოდეს. ომში შეხვიდე, არ მოკვდე, ვერც მთელი გამოდიოდე. შეირხე - ყვავილთა ნაცვლად ქვა - ღორღი ჩამოგდიოდეს. ინაცრებოდე, ვერ გასთბე, სკდებოდე გვამში გციოდეს. თუ არ მამულის ტკივილი - მამულს! შენ არა გტკიოდეს! ტარიელ ხარხელაური
და-ძმის ჯგუფი
...
ხმლის ნატეხს კბილით ლესავდე,
სჭამდე, ვერ გასძღე, გშიოდეს,
წყალთან იდგე და ვერ სვამდე,
გკაფავდენ,არა გტკიოდეს.
დაგმეხონ,ალი აგვარდეს.
გული გველივით წიოდეს.
სისხლის მაგივრად შუბლიდან
შხამ - გესლი ჩამოგდიოდეს.
ცრემლი გდიოდეს, დაგიშრეს,
თვალებში ცეცხლი ღვიოდეს.
ომში შეხვიდე, არ მოკვდე,
ვერც მთელი გამოდიოდე.
შეირხე - ყვავილთა ნაცვლად
ქვა - ღორღი ჩამოგდიოდეს.
ინაცრებოდე, ვერ გასთბე,
სკდებოდე გვამში გციოდეს.
თუ არ მამულის ტკივილი -
მამულს!
შენ არა გტკიოდეს!
ტარიელ ხარხელაური