16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია!

05.01.2015
10-კილოგრამიანი ინდაური, 7 კილოგრამი კარტოფილი და ლობიო, 50 იორკშირული პუდინგი... ეს დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახის საშობაო ლანჩია. სიუ და ნოელ რადფორდს 16 შვილი ჰყავთ და კიდევ ერთს ელოდებიან. მათი სუფრა 22 ადამიანზეა გაშლილი – ბებია-პაპებიც დაპატიჟეს სტუმრად. კარტოფილის გაფცქვნა ღამის პირველ საათზე დაიწყეს, ბავშვებმა კი დილის 7 საათზე გახსნენს
საჩუქრები. მშობლები თურმე სექტემბრიდან ყიდულობდნენ მათთვის საჩუქრებს და საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ თექვსმეტივეს სურვილის შესასრულებლად. მით უმეტეს, რომ თითოეულს თურმე 4 საჩუქარი მოუმზადეს და ყველა სათითაოდ შეფუთეს – თვითონვე. ამისთვის 80 მეტრი შესაფუთი ქაღალდი დასჭირდათ და ერთი თვის განმავლობაში, ღამ-ღამობით ორ-ორ საათს ხარჯავდნენ საჩუქრების მალულად შეფუთვაში.
"მე უბრალოდ მომწონს დედობა. ჩვენ მართლა გაგვიმართლა", - ამბობს 38 წლის სიუ, რომელმაც პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა. სულ თავისი ქმრის გვერდით 24 წელი გაატარა და თავს ბედნიერად გრძნობს პატარების გარემოცვაში. მათ ოჯახში უფროსი შვილი 24 წლისაა, უმცროსი – 11 თვის. წყვილს ცხრა ვაჟი და შვიდი ქალიშვილი ჰყავს. შარშან სიუ და ნოელი ბებია-პაპაც გახდნენ, მათ ქალიშვილს შვილი შეეძინა.

16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია! - 812647396041
16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია! - 812647401929
16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია! - 812647407817
16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია! - 812647410377
16 შვილის გმირი დედა ამბობს, რომ ბედნიერია! - 812647416009

Комментарии