შენ ჩემი უსასრულო მონატრება ხარ,

შემოდგომის თბილი მზე ხარ,
შენ ჩემი ღამის სიჩუმე ხარ,
ფიქრებში დაბუდებული ოცნება ხარ,,,
უშენოდ ცაზე ვარსკვლავები ქრება,
წვიმს წვეთები ცრემლებად იღვრება,
შენი ნაზი კოცნა ხელისგულზე დნება,
შენი სუნთქვა მუდამ თან დამყვება...
უშენოდ ეს სამყარო ცარიელი რჩება,
ყვავილების სურნელიც კი სადღაც იკარგება,
ყველაფერი ერთი ფერის, მოსაწყენი ხდება..
***
შენ ჩემი უსასრულო შეყვარება ხარ,
შემოდგომის წყნარი ფოთოლცვენა ხარ,
შენ ჩემი გულის აღელვება ხარ,
სადაც არ გავიხედავ, ყველგან შენ ხარ..
არ გიცნობდი, დიდი ხნის წინ დაგხატე,
თურმე სინამდვილეში არსებობ ქვეყნად
და არ ყოფილხარ მხოლოდ შეხამება ფერთა,
შემოდგომაზეც კი გაზაფხულია შენთან...
სად იყავი ამდენ ხანს,ანდა ასე რატომ ხდება,
უცნობ გზაზე რისთვის შეისვენა ჩვენმა ბედმა.....
თუმცა რა არის დასანანი, ადრე თუ გვიან,
ხომ მაინც შეგვახვედრა ერთმანეთს ღმერთმა...
ნ,იაშვილი
24.10.2016

შენ ჩემი უსასრულო მონატრება ხარ, - 839753640137

Комментарии

  • 26 окт 2016 15:08
    lamazi gvirilebia dzalian