ვიცი, დაგაბნიე, სითბო გამოვხატე, თითქოს გამირბიხარ, თითქოს მემალები, მაგრამ გულგრილობა, როგორ დაგაბრალო, სითბოს ასხივებენ ეგ შენი თვალები.

ვიცი, დაგაბნიე, არ ვჩქარობ შენც ხვდები, მაგრამ იქნებ ჯობდეს ცოტა აჩქარება? არა, მეც არ ვიცი, აქ მეც დავიბენი, თუმცა, გული მიცემს რაღაც ნაჩქარევად. ვიცი, დაგაბნიე, მეც ხომ დავიბენი? განა ადვილია გრძნობის გადმოცემა, განა სიყვარული ასე უცებ მოდის, განა ადვილია პირობის მოცემა. ვიცი, დაგაბნიე, ხანდახან გბეზრდები, ვიცი, სიტყვებს ელი შენ ჩემგან სასწაულს, მაგრამ მოითმინე, გულის ხმას მივენდოთ, ენა ვერ გადმოსცემს გულისგან აკრძალულს. ვიცი, დაგაბნიე, მაგრამ მაპატიებ, დრო მოვა, ჩვენს გრძნობებს გავამხელთ პირნათლად, დრო მოვა, რომ შენზე, აი ამ სიტყვებით: "ჩემი სიცოცხლეააა!" სამყაროს მივმართავ.

ვიცი, დაგაბნიე, სითბო გამოვხატე, თითქოს გამირბიხარ, თითქოს მემალები, მაგრამ გულგრილობა, როგორ დაგაბრალო, სითბოს ასხივებენ ეგ შენი თვალები. - 849944081097

Комментарии