ჩვენი სიცოცხლე რა იქნებოდა? ჩუმი ოცნება შორით მოსული ფრთებშეუსხმელი გაფრინდებოდა... შენ რომ არ მყავდე, ოცნების ბაღი ფეხშეუდგმელი ჩამიჭკნებოდა, და ყველა ნატვრა გულით ნაწადი აუსრულებლად გაფრინდებოდა. შენ რომ არ მყავდე, უმწეო სული შეშინდებოდა და გაქრებოდა, ნაზი ხელები, ამბორს ჩვეული შორს, ცის ლანდებში მოგეხვეოდა... მე რომ არ გყავდე?! შენი ცხოვრება ხუნი ფერებით გაიელვებდა, და შენი გული, გაუკვალავი ძლიერი გრძნობით ვერ იფეთქებდა. მე რომ არ გყავდე, შენს მწველ სურვილებს ვის გაანდობდი, ვინ მოგისმენდა? უმთვარო ცის ქვეშ, ღამის წყვდიადში სევდიანს სული ამოგხდებოდა... შენ რომ არ მყავდე, მე რომ არ გყავდე ხედავ, სიცოცხლე რა იქნებოდა???
და-ძმის ჯგუფი
შენ რომ არ მყავდე, მე რომ არ გყავდე,
ჩვენი სიცოცხლე რა იქნებოდა?
ჩუმი ოცნება შორით მოსული
ფრთებშეუსხმელი გაფრინდებოდა...
შენ რომ არ მყავდე, ოცნების ბაღი
ფეხშეუდგმელი ჩამიჭკნებოდა,
და ყველა ნატვრა გულით ნაწადი
აუსრულებლად გაფრინდებოდა.
შენ რომ არ მყავდე, უმწეო სული
შეშინდებოდა და გაქრებოდა,
ნაზი ხელები, ამბორს ჩვეული
შორს, ცის ლანდებში მოგეხვეოდა...
მე რომ არ გყავდე?! შენი ცხოვრება
ხუნი ფერებით გაიელვებდა,
და შენი გული, გაუკვალავი
ძლიერი გრძნობით ვერ იფეთქებდა.
მე რომ არ გყავდე, შენს მწველ სურვილებს
ვის გაანდობდი, ვინ მოგისმენდა?
უმთვარო ცის ქვეშ, ღამის წყვდიადში
სევდიანს სული ამოგხდებოდა...
შენ რომ არ მყავდე, მე რომ არ გყავდე
ხედავ, სიცოცხლე რა იქნებოდა???