ტერენტი გრანელი...

ტერენტი გრანელი... - 587963479996

Комментарии

  • 6 ноя 2014 20:47
    ქარები შენთან,
    ქარები შფოთავს.
    პოეტის სევდა
    მიჰქონდა ყორანს

    პოეტის სევდა
    მიჰქონდა ყორანს.
    ქარები შენთან,
    ქარები შფოთავს.
  • Комментарий удалён.
  • 6 ноя 2014 20:49

    ახლა მინდა ვარსებობდე ყველგან,

    მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ ვიცი...
  • 6 ноя 2014 20:53

    ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
    ისევ ქარია და დღე მზიანი.
    შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
    იყავი მხოლოდ ადამიანი.

    ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
    ისევ ქარია და დღე მზიანი.
    იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
    და შენში მოკვდა ადამიანი.

    მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
    ისევ ქარია და დღე მზიანი.
    მე შენ სრულიად არ მაფასებდი
    და შენში გაჰქრა ადამიანი.

    ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
    ისევ ქარია და დღე მზიანი.
    შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
    იყავი მხოლოდ ადამიანი.
  • 6 ноя 2014 20:56

    მე არ მინდოდა სიცოცხლე.

    არც სიკვდილი.

    მე რაღაც სხვა მსურდა.
  • 6 ноя 2014 21:00
    ერთ-ერთი პოეტების შეკრების დროს, ერთმა
    პოეტმა, სახელად შალვამ უთხრა ტერენტის, რა არის
    ეს, როგორ გაცვია ამხელა პოეტ კაცსო, ტერენტიმ
    ლექსად მიუგო..

    ბატონო შალვა!
    არამც ტუ კაცმა, ბავშმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
    შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ,
    რომელიც არის პატარა ჯვარცმა !
  • 6 ноя 2014 21:03
    გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
    ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

    სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
    ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

    ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
    რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

    წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
    მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

    გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
    ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
  • 6 ноя 2014 21:04

    ნელნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
    და სადღაც სდუმდა ხე გაძარცვული.
    შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
    და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.

    ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
    ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
    მე შეგამჩნიე _იცრემლებოდი
    და როიალიც ტიროდა წარსულს.
  • 6 ноя 2014 21:05

    ახლა ღამეა და დღე შუა ძილშია !!
  • 6 ноя 2014 21:12
    დავალ ქვეყანაზე,როგორც შერისხული,
    შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

    დავალ ქვეყანაზე,როგორც ბნედიანი,
    ღმერთო მაპატიე უქმად ხეტიალი.

    დავალ ქვეყანაზე,როგორც გაძარცვული,
    ღმერთო,დააჩქარე ჩემი აღსასრული.
  • 6 ноя 2014 21:20
    მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
    რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს...
    მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
    მინდა, თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
    მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
    ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
    მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
    ის სინათლე ვიცი გამაწამებს.
    მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
    რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს...
  • 6 ноя 2014 21:23
    სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია,
    ვერ გადვურჩები სულის წვალებას.
    მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
    ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
    სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია,
    გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,
    ჩემი სხეული რომ დაღლილია,
    ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
    და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
    და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა,
    რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
    ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს.
  • 9 фев 2015 22:25
    რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
    ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
    მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
    ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

    რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
    ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
    ასე მარტო მიხარია ყოფნა,
    როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

    როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
    ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
    მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
    და გაფრენის სურვილია უფრო.

    უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
    და ახლოა ქარიშხალი ისევ.
    სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
    მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

    ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
    და კიდია შორს მდუმარე ზარი.
    მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
    და გავაღო დაკეტილი კარი.

    ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
    ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
    ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
    ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

    ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
    ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
    და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
    რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

    იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
    და ეს გული უცნაურად იწვის.
    ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
    მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

    ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
    ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
    და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
    ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

    რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
    ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
    მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
    ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...
  • Комментарий удалён.
  • 6 янв 2016 00:08
    ტერენტი გრანელი მუდამ ილტვოდა ისეთი მდგომარეობისკენ, როცა სიტყვა არ ეყოფოდა გრძნობას, ამიტომ წერდა - ”არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის!”