ლამაზია იქნებ სიცოცხლე და მე არ ვიცი, არაფერი ვიცი უშენოდ. უსასრულობით შეგმოსავდი, ჩემთვის იცოცხლე რომ დედამიწას არ ეტკინოს გული უჩვენოდ. რას ემართლება მოჭიკჭიკე მერცხლებს ღამურა, გაზაფხულივით სიყვარული შემომაპარეს. შეყვარებული წყვილებივით თოკზე გაბმულან, სულის ჭიკჭიკით შენი თავი შემომაყვარეს. იქნებ სიცოცხლე ლამაზია, თვალებს დავეძებ, გაცისკროვნებულს სიყვარულით მინდა ჩავხედო. რომ დავინახო უსასრულო მათში სამყარო და მე სიცოცხლის აღქმა ლამაზად შენით გავბედო. შენი სულივით ლამაზია იქნებ სიცოცხლე და მე არ ვიცი, არაფერი ვიცი უშენოდ.
miyvarxar
:tasuna tasuna
შენი სულივით
ლამაზია
იქნებ სიცოცხლე
და მე არ ვიცი,
არაფერი ვიცი უშენოდ.
უსასრულობით
შეგმოსავდი,
ჩემთვის იცოცხლე
რომ დედამიწას
არ ეტკინოს
გული უჩვენოდ.
რას ემართლება
მოჭიკჭიკე მერცხლებს
ღამურა,
გაზაფხულივით
სიყვარული შემომაპარეს.
შეყვარებული წყვილებივით
თოკზე გაბმულან,
სულის ჭიკჭიკით
შენი თავი შემომაყვარეს.
იქნებ სიცოცხლე
ლამაზია,
თვალებს დავეძებ,
გაცისკროვნებულს
სიყვარულით მინდა ჩავხედო.
რომ დავინახო
უსასრულო
მათში სამყარო
და მე
სიცოცხლის აღქმა ლამაზად
შენით გავბედო.
შენი სულივით
ლამაზია
იქნებ სიცოცხლე
და მე არ ვიცი,
არაფერი ვიცი უშენოდ.