198(1/2) პაიალს კარიმა ურეკავს და ეკითხება როგორაა. პაიალი პასუხობს რომ ყველაფერი კარგადაა, ამ დროს მას კუში ართმევს ტელეფონს და დედას ეუბნება რომ კუშია. კარიმას თავიდან სახე გაუნათდება, მაგრამ შემდეგ მობილურს გაუთიშავს. კუში ტირილს იწყებს, მას არნავიც ხედავს და გული სტკივა კუშის გამო. მანორამა შეურაცყოფს კუშის. გაბრაზებული არნავი ოთახში ადის და ახსენდება კუშის ტკივილი, შემდეგ ისევ შიამი და ძალიან განიცდის. ის პიჯაკს აგდებს საწოლზე და აუზთან გადის. ამ დროს კუშიც შემოდის. მან არიცის რომ არნავიც იქაა, საბანს იღებს და ისიც აივანზე გადის. კუშის დანახვაზე არნავი მას უყვირის და ეუბნება რომ გაეთრიოს იქიდან. კუში მას ადანაშაულებს, რომ მისი ოჯახი ვეღარ იტანს და მისი წყალობით ის ისევ ობოლია. არნავი უხეშად იჭერს კუშის და ეუბნება რომ ის ბედნიერია კუშის ტანჯვით, რადგან სძულს ის. კუში პასუხობს რომ მას უფრო მეტად სძულს და საერთოდ შეუძლებელია მისი სიყვარული. კუში გადის იქიდან. კუში ქალღმერთის ქანდაკებასთან მიდის და გულგატეხილი საყვედურობს მას. ანჯალი და მანორამა საქმიანობენ. მათთან კუში მიდის, მანორამა ისევ ამცირებს კუშის, ის ამბობს რომ თუ კუშის ჩაკეტავენ ოთახში ბებია უარს აღარ იტყვის იქ ჩამოსვლაზე და საყვედურობს ანჯალის სარის ტარებისთვის. კუში გადის იქიდან. ანჯალი ყუთს აძლევს არნავს და სთხოვს რომ კუშის მისცეს. პაიალი ძალიან წუხს კუშის გამო, მას აკაში ამშვიდებს. ანჯალი ტანსაცმელს აძლევს კუშის და ეკითხება მისცა თუ არა არნავმა მას სამაჯურები. კუში უარობს. ოჯახი სტუმრებს იღებს, ანჯალი თავს შეუძლოდ გრძნობს, არნავი ზრუნავს მასზე. ანჯალი ეუბნება რომ არ სჭირდება ეს და ეკითხება რას მალავს მისგან. ანჯალი საყვედურობს არნავს, რადგან მან არ მისცა კუშის დედამისის სამაჯურები. არნავი პირდება რომ ამას გააკეთებს. კუში დახრის დროს ხევს თავის ზედას. ის არნავის პერანგს იცვამს და თავის ტანსაცმელს კერავს. მანორამა ეჭვობს კუშის და არნავის ქორწილის შესახებ და აპირებს რომ გამოიძიოს. კუში იგებს რომ არნავი მოდის და ფარდის უკან იმალება, მაგრამ ბიჭი მას პოულობს. არნავი ჩხუბს აპირებს, მაგრამ დაინახავს რომ მანორამა უთვალთვალებთ და სახეზე ღიმილს აიკრავს. ის კუშის საწოლზე დასვამს და ნაზი სახით სამაჯურებს უკეთებს. კუში მას გაოცებული უყურებს. არნავი ამჩნევს რომ მისი პერანგის სახელო გახეულია მაგრამ გაბრაზება არ შეუძლია. ის აგრესიული ღიმილით ესაუბრება კუშის. ბოლოს მანორამა გადის. არნავი უბრძანებს კუშის რომ მის ტანსაცმელს ხელი აღარ ახლოს და ეუბნება რატომ იქცეოდა ასე. სტუმრები აკაშსა და პაიალზე ლაპარაკობენ. პაიალთან ერთად კუშიც ჩამოდის და ირკვევა რომ ის არნავის ცოლია. მათ უფრო მეტი საჭორაო ეძლევათ. არნავი სტუმრებს უყვირის და აფრთხილებს რომ მათ ასეთ საქციელს არ მოითმენს. ის მათ პატივს სცემს და იგივეს მოითხოვს მათგანაც. ამის შემდეგ ის ოთახიდან გადის. ბებია ცდილობს რომ სიტუაცია გამოასწოროს. სტუმრების წასვლის შემდეგ მანორამა და ბებია ისევ ეჩხუბებიან კუშის. ანჯალი ეუბნება მათ რომ მხოლოდ კუში არაა დამნაშავე, არნავიც ტყუის. ბებია მას ეთანხმება და არნავს ეჩხუბება. არნავი ამბობს რომ კუში მისი ცოლი და ოჯახის რძალია, და რომ ის სხვა დროსაც იმავეს გაიმეორებდა, თუ მათ ეს ფაქტი არ მოსწონთ, მხოლოდ მათი პრობლემაა. კუში და პაიალი სამზარეულოში არიან. კუში მას საჭმლის მომზადებაში ეხმარება. პაიალი ისევე ცუდად ექცევა კუშის როგორც სხვები. კუში ვერ ახერხებს მასთან შერიგებას. მამიდა რაიზადების სახლში მიდის პაიალის დასაპატიჟებლად, კუშის ძალიან უხარია მისი დანახვა და აპირებს რომ ისიც გაყვეს. კუში გამოსაცვლელად ადის, მაგრამ მამიდა და პაიალი მის გარეშე მიდიან. კუში ტირილს იწყებს და ისევ ოთახში ადის, მას არნავი ხედავს და განიცდის. ანჯალი სახლში ბრუნდება და ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა მის ორსულობასთან დაკავშირებით. ის არნავთან შედის და ეუბნება რომ კუში ძალიან განიცდის და სთხოვს წაიყვანოს სახლში.
♥მოჯადოებულები♥
:Ḍḙḙṗḯḳạ Ṗạḍụḳợṇḙ(SS original)AD2
ხუთშაბათის სერია 196 - 197 -
198(1/2)
პაიალს კარიმა ურეკავს და ეკითხება
როგორაა. პაიალი პასუხობს რომ
ყველაფერი კარგადაა, ამ დროს მას კუში
ართმევს ტელეფონს და დედას ეუბნება
რომ კუშია. კარიმას თავიდან სახე
გაუნათდება, მაგრამ შემდეგ მობილურს
გაუთიშავს. კუში ტირილს იწყებს, მას
არნავიც ხედავს და გული სტკივა კუშის
გამო.
მანორამა შეურაცყოფს კუშის.
გაბრაზებული არნავი ოთახში ადის და
ახსენდება კუშის ტკივილი, შემდეგ ისევ
შიამი და ძალიან განიცდის. ის პიჯაკს
აგდებს საწოლზე და აუზთან გადის. ამ
დროს კუშიც შემოდის. მან არიცის რომ
არნავიც იქაა, საბანს იღებს და ისიც აივანზე
გადის.
კუშის დანახვაზე არნავი მას უყვირის და
ეუბნება რომ გაეთრიოს იქიდან. კუში მას
ადანაშაულებს, რომ მისი ოჯახი ვეღარ
იტანს და მისი წყალობით ის ისევ ობოლია.
არნავი უხეშად იჭერს კუშის და ეუბნება
რომ ის ბედნიერია კუშის ტანჯვით, რადგან
სძულს ის. კუში პასუხობს რომ მას უფრო
მეტად სძულს და საერთოდ შეუძლებელია
მისი სიყვარული. კუში გადის იქიდან.
კუში ქალღმერთის ქანდაკებასთან მიდის
და გულგატეხილი საყვედურობს მას.
ანჯალი და მანორამა საქმიანობენ. მათთან
კუში მიდის, მანორამა ისევ ამცირებს
კუშის, ის ამბობს რომ თუ კუშის ჩაკეტავენ
ოთახში ბებია უარს აღარ იტყვის იქ
ჩამოსვლაზე და საყვედურობს ანჯალის
სარის ტარებისთვის. კუში გადის იქიდან.
ანჯალი ყუთს აძლევს არნავს და სთხოვს
რომ კუშის მისცეს. პაიალი ძალიან წუხს
კუშის გამო, მას აკაში ამშვიდებს.
ანჯალი ტანსაცმელს აძლევს კუშის და
ეკითხება მისცა თუ არა არნავმა მას
სამაჯურები. კუში უარობს. ოჯახი
სტუმრებს იღებს, ანჯალი თავს შეუძლოდ
გრძნობს, არნავი ზრუნავს მასზე. ანჯალი
ეუბნება რომ არ სჭირდება ეს და ეკითხება
რას მალავს მისგან.
ანჯალი საყვედურობს არნავს, რადგან მან
არ მისცა კუშის დედამისის სამაჯურები.
არნავი პირდება რომ ამას გააკეთებს. კუში
დახრის დროს ხევს თავის ზედას. ის
არნავის პერანგს იცვამს და თავის
ტანსაცმელს კერავს.
მანორამა ეჭვობს კუშის და არნავის
ქორწილის შესახებ და აპირებს რომ
გამოიძიოს. კუში იგებს რომ არნავი მოდის
და ფარდის უკან იმალება, მაგრამ ბიჭი მას
პოულობს. არნავი ჩხუბს აპირებს, მაგრამ
დაინახავს რომ მანორამა უთვალთვალებთ
და სახეზე ღიმილს აიკრავს. ის კუშის
საწოლზე დასვამს და ნაზი სახით
სამაჯურებს უკეთებს. კუში მას გაოცებული
უყურებს. არნავი ამჩნევს რომ მისი
პერანგის სახელო გახეულია მაგრამ
გაბრაზება არ შეუძლია. ის აგრესიული
ღიმილით ესაუბრება კუშის. ბოლოს
მანორამა გადის. არნავი უბრძანებს კუშის
რომ მის ტანსაცმელს ხელი აღარ ახლოს და
ეუბნება რატომ იქცეოდა ასე.
სტუმრები აკაშსა და პაიალზე ლაპარაკობენ.
პაიალთან ერთად კუშიც ჩამოდის და
ირკვევა რომ ის არნავის ცოლია. მათ უფრო
მეტი საჭორაო ეძლევათ. არნავი სტუმრებს
უყვირის და აფრთხილებს რომ მათ ასეთ
საქციელს არ მოითმენს. ის მათ პატივს
სცემს და იგივეს მოითხოვს მათგანაც. ამის
შემდეგ ის ოთახიდან გადის. ბებია
ცდილობს რომ სიტუაცია გამოასწოროს.
სტუმრების წასვლის შემდეგ მანორამა და
ბებია ისევ ეჩხუბებიან კუშის. ანჯალი
ეუბნება მათ რომ მხოლოდ კუში არაა
დამნაშავე, არნავიც ტყუის. ბებია მას
ეთანხმება და არნავს ეჩხუბება. არნავი
ამბობს რომ კუში მისი ცოლი და ოჯახის
რძალია, და რომ ის სხვა დროსაც იმავეს
გაიმეორებდა, თუ მათ ეს ფაქტი არ
მოსწონთ, მხოლოდ მათი პრობლემაა.
კუში და პაიალი სამზარეულოში არიან.
კუში მას საჭმლის მომზადებაში ეხმარება.
პაიალი ისევე ცუდად ექცევა კუშის როგორც
სხვები. კუში ვერ ახერხებს მასთან
შერიგებას.
მამიდა რაიზადების სახლში მიდის
პაიალის დასაპატიჟებლად, კუშის ძალიან
უხარია მისი დანახვა და აპირებს რომ ისიც
გაყვეს. კუში გამოსაცვლელად ადის, მაგრამ
მამიდა და პაიალი მის გარეშე მიდიან. კუში
ტირილს იწყებს და ისევ ოთახში ადის, მას
არნავი ხედავს და განიცდის.
ანჯალი სახლში ბრუნდება და ამბობს, რომ
ყველაფერი კარგადაა მის ორსულობასთან
დაკავშირებით. ის არნავთან შედის და
ეუბნება რომ კუში ძალიან განიცდის და
სთხოვს წაიყვანოს სახლში.