- სულთან სულეიმან ხანი(1); - ოსმალეთის იმპერიის 10 სულთანი, სულეიმან 1, თითქოს სამართლიანია, მაგრამ მისი ხარჭის და შემდეგში კანონიერი ცოლის, ჰიურემის გამო ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს, და ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, რის გამოც მისი მმართველობის დროს ოსმანთა დინასტიის წევრები გამუდმებით ხლართავან ინტრიგებს, ჰიურემის თავიდან მოსაშორებლად აიშე-ჰაფსა სულთანი (დედა სულთანი); - სულთან სელიმ ხანის კანონიერი მეუღლე, ოსმალეთის იმპერიის 10 ფადი-შახის, სულეიმან 1-ის, ჰათიჯე სულთნის, ფატმა სულთნის, ბეი-ჰან სულთნის და შახ-ჰუბან სულთნის დედა ბეი-ჰან სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და, ფერჰათ ფაშას მეუღლე, რომლის სიკვდილით დასჯის შემდეგაც, ძმასთან ურთიერთობა შეწყვიტა ფატმა სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და, მხიარული და ცოტათი ექსცენტრიული, მან ჩაიდინა ყველაზე ორიგინალური მკვლელობა, ყოფილი ქმარი, რომელზეც ხელახლა დაქორწინებას ჰიურემი შანტაჟით აიძულებდა, მეორედ დაქორწინების პირველივე ღამეს, ქმრის ღორმუცელობის გათვალისწინებით, საჭმელის დახმარებით საიქიოში გაისტუმრა ისე, რომ საჭმელში არაფერი შეურია, უბრალოდ საკუთარი ხელით ძალიან ბევრი აჭამა და ფაშას მუცელი გაუსკდა(!), შახ-ჰუბან სულთანი; - ოსმანთა საგვარეულოს ამბიციური წევრი, მისთვის ყველაზე მაღლა დგას ფადი-შახის ოჯახი, ოსმანთა დინასტია, ის დაბადებიდან სულთანია, რადგან დინასტიის სისხლი აქვს, და იმპერიის წესების თანახმად, მასაც მიაჩნია რომ ნებისმიერი ფაშა და სულთანი, რომელიც არ არის დინასტიის და საგვარეულოს წევრი, ან ,,დედა სულთანი" (უფლისწულის დედა, სულთნის დედა) მისი და ოსმანთა დინასტიის მონაა და ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში პატივი სცეს(!) ჰათიჯე სულთანი; - ოსმანთა საგვარეულოს წევრი, სულთან სულეიმან ხანის და, იბრაჰიმ ფაშას მეუღლე, თავიდან ჰიურემის მეგობარი, შემდეგ იბრაჰიმ ფაშას გამო, მასთან დაპირისპირებული დინასტიის წევრი გულფემ ხათუნი; - პოლონური წარმოშობის გოგონა, სულეიმან პირველის რჩეული, უფლისწულ სულეიმანის ტახტზე ასვლამდე მანისაში მყოფი სულეიმანისგან უფლისწული მურადი გაუჩნდა, რომელიც სერიალის მიხედვით, დაიბადა და გარდაიცვალა ქალთა სულთანატის დადგომამდე, როდესაც სულთნის სტატუსს მხოლოდ დინასტიის წევრი ქალები და სულთან სელიმ ხანის კანონიერი მეუღლე, გირაის დინასტიის წევრი, აიშე-ჰაფსა ხათუნი ატარებდნენ, სულეიმან ხანის ტახტზე ასვლამდე ბავშვი ყვავილმა იმსხვერპლა (ისტორიულად, ტახტზე ასვლის შემდეგ) და ამის შემდეგ სულეიმანმა გულფემზე უარი თქვა, ფიულანე ხათუნი; - მისი წარმოშობა და დაბადების სახელი უცნობია, არ ჩანს სერიალის განმავლობაში, მოხსენიებულია სერიალის ბოლოს, განხილვაში, როგორც ჰარემის აღრიცხვის წიგნში შემორჩენილი ხარჭების საერთო სახელი, თუმცა ისტორიული წყაროებით, ფიულანე ხათუნი სულეიმანი პირველის ფავორიტი ხარჭაა, რომელმაც მანისაში ყოფნის პერიოდში სულეიმანისგან უფლისწული მაჰმუდი გააჩინა, რომელიც სულეიმან პირველის ტახტზე ასვლამდე, უფლისწულ მურადთან ერთად, ყვავილმა იმსხვერპლა, ამის შემდე ფიულანე ხათუნი ძველ სასახლეში გაგზავნეს და იქ დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, ფიულანე ხათუნის და სულეიმან პირველის ვაჟი, გულფემ ხათუნისა და სულეიმანის ვაჟის მსგავსად, დაიბადა და გარდაიცვალა ქალთა სულთანატის დაწყებამდე, ამიტომ, ფიულანეს სულთნის სტატუსი არ ქონია, მაჰიდევრან სულთანი; - წარმოშობით ჩერქეზი, სულთან სულეიმან ხანის ფავორიტი მანისაში ყოფნის პერიოდიდან, უფლისწულ მუსტაფას დედა, და ისტორიულად, უფლისწულ აჰმედის დედა, რომელიც პატარა ასაკში ძმების მსგავსად, ყვავილის ეპიდემიით გარდაიცვალა და რომელიც სერიალში არ ჩანს, ასევე, რაზიე სულთნის დედა, რომელიც სერიალში სულთან სულეიმან ხანის და ნაზელინ ხათუნის ქალიშვილია, სერიალის მიმდინარეობისას, აშკარად ჩანს, როგორ სძულს ჰიურემი, ის თავდაპირველად სულთან სულეიმანზე ეჭვიანობს, თუმცა შემდეგ მას მოსწონს კიდეც ის ფაქტი, რომ ფადი-შახს მორიგი რჩეული ყავს, რადგან ეს ჰიურემს აცოფებს, მაჰიდევრან სულთანი, უფლისწულ მუსტაფას სიკვდილით დასჯის და უფლისწულის ქალიშვილის, ნერგის-შახ სულთნის დაქორწინების შემდეგ ძველ სასახლეში გაგზავნეს, მოგვიანებით, მას ამბოხების ბრალდებით, სულეიმან პირველის გადაწყვეტილებით, უფლისწულ ბაიაზიდის ძალისხმევის მიუხედავად, ხაზინიდან დაფინანსება შეუწყვიტეს და ფინანსურად ანონიმურად, იანიჩრების სახელით ეხმარებოდა უფლისწული ბაიაზიდი ჰიურემ სულთანი; - უკრაინელი გოგონა (სერიალში, რუსი) დაბადების სახელი, როქსოლანა (სერიალში, ალექსანდრა) სულთან სულეიმან ხანის რჩეული, უფლისწულ მეჰმეთის, (ისტორიული წყაროების მიხედვით, ასევე უფლისწულ აბდულას დედა, რომელიც ყვავილმა იმსხვერპლა) მიჰრიმახ სულთნის, უფლისწულ სელიმის, უფლისწულ ბაიაზიდის და უფლისწულ ჯიჰანგირის დედა, სასახლის ჰარამხანაში მოხვდა სულეიმანის ტახტზე ასვლისას, შემდეგ კი, ის მალევე, სულეიმან ხანის რჩეული ხარჭა გახდა და სულთნის პირად ჰარემში გადავიდა, მოგვიანებით გახდა სულეიმან ხანის კანონიერი მეუღლე, გარდაიცვალა შვილის, სელიმის ტახტზე ასვლამდე, რის გამოც არ მიუღია ვალიდე სულთნის ტიტული ნაზელინ ხათუნი; - წარმოშობით ვენეციელი, დაბადების სახელი, ვალერია, ფადი-შახის რჩეული და მისი ქალიშვილის, რაზიე სულთნის დედა (ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ნაზელინ სულთანი არ არსებობს, რაზიე სულთნის დედად ითვლება მაჰიდევრან სულთანი, ზოგიერთი ვერსიით, ასევე, ფიულანე ხათუნი), ქალთა სულთანატის დაწყების შემდეგ, დინასტიის წევრების, ანუ დაბადებიდან სულთნების გარდა, სულთნის სტატუსი მხოლოდ ფადი-შახის ან უფლისწულის კანონიერ მეუღლეებს და უფლისწულების დედებს ენიჭებოდათ, ამიტომ ნაზელინ ხათუნი არ ატარებდა სულთნის წოდებას, სულთანი, როგორც ოსმანთა საგვარეულოს წევრი, იყო მისი ქალიშვილი უფლისწული მუსტაფა; - სულთან სულეიმან ხანის უფროსი ვაჟი, უფლისწულ მურადის და უფლისწულ მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი ინფორმაციით, ის უფლისწულ მურადზე ადრე დაიბადა, ფადიშახის და მაჰიდევრან სულთნის საერთო შვილი, ,,იანიჩრების" (ჯარისკაცების) ფავორიტი, მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, ჰიურემ ხათუნის ინტრიგების და მისი დის, მიჰრიმახ სულთნის ღალატის გამო, მას სახელმწიფოს და ფადი-შახის, მამამისის ღალატი დააბრალეს და მამამისის ბრძანებით ჯალათებმა მოკლეს უფლისწული მურადი; - სულთან სულეიმან ხანის და გულფემ ხათუნის ვაჟი, გარდაიცვალა პატარა ასაკში, მამის ტახტზე ასვლამდე (ისტორიულად, ტახტზე ასვლის შემდეგ) უფლისწული მაჰმუდი; - სულთან სულეიმან ხანის და ფიულანე ხათუნის ვაჟი, უფროსი უფლისწული, რომელიც პატარა ასაკში გარდაიცვალა, სერიალში არ ჩანს, უფლისწული აჰმედი; - ისტორიულად, სულთან სულეიმან ხანის და მაჰიდევრან სულთნის ვაჟი, მუსტაფას უმცროსი ძმა, გარდაიცვალა პატარა ასაკში, ძმების მსგავსად ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა, სერიალში არ ჩანს უფლისწული მეჰმეთი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, ჰიურემის უფროსი შვილი, მეჰმეთი იყო მამის ფავორიტი გარდაცვალებამდე, ფადი-შახი ტახტის მემკვიდრედ უკვე მას მოიაზრებდა, რადგან მიაჩნდა რომ ის ძმების სიკვდილით დასჯის ბრძანებას არ გასცემდა (მათი წესების თანახმად, ტახტზე ასულ უფლისწულს იმპერიის სტაბილურობისთვის ძმების სიკვდილით დასჯა ევალება) უფლისწული აბდულა; - ისტორიულად, სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, რომელიც პატარა ასაკში გარდაიცვალა, სერიალში არ ჩანს უფლისწული მეჰმეთი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის უფროსი ვაჟი მიჰრიმახ სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ქალიშვილი, დააქორწინეს რუსტემ ფაშაზე. მეჰმეთის გარდაცვალების და მუსტაფას სიკვდილით დასჯის შემდეგ (რაც მისმა ვერაგულმა ღალატმა გამოიწვია) თავისი ერთ-ერთი ძმის, უფლისწულ ბაიაზიდის მხარდამჭერი უფლისწული სელიმი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, მატყუარა, მხდალი და უპასუხისმგებლო, ძმების, უფლისწულების, მუსტაფას და მეჰმეთის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა უფროსი უფლისწული, შემდეგ საკუთარი ძმა, უფლისწული ბაიაზიდი და მისი უფლისწულები მოაკვლევინა და ტახტის ერთადერთი მემკვიდრე გახდა, მის შემდეგ მემკვიდრედ მისი უფროსი და იმ დროს ერთადერთი ვაჟი, მურადი მოიაზრებოდა, რომელმაც გადაწყვიტა მამას არ დამსგავსებოდა, თუმცა მისნაირი გახდა უფლისწული ბაიაზიდი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, მამაცი უფლისწული,ერთ-ერთ სერიაში, სელიმის საქციელით განრისხებული, მას უპირისპირდება, ძმები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, და გადამწყვეტ მომენტში, ბაიაზიდი ძმას მოსაკლავად ვერ იმეტებს, სელიმი მას ეუბნება; - ,,შენ მე ვერ მომკლავ ბაიაზიდ, ძმას ვერ გაიმეტებ, მუსტაფას ჰგავხარ, ჯიჰანგირს ჰგავხარ, მათსავით სუფთა გული გაქვს," თუმცა თავად ადვილად იმეტებს ძმას და მის ვაჟებს, და მაშინ, როდესაც თავად შიშით თრთოდა როცა ბაიაზიდმა ხმალი მიაბჯინა, და ყოველთვის, როცა თავი უნდა დაეცვა, გაიძახდა მე უფლისწული ვარო, არც ბაიაზიდს და არც მის ვაჟებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, წარბიც არ შეუხრიათ! უფლისწული ჯიჰანგირი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა ხერხემალთან დაკავშირებით, და მის ზურგზე წარმოქმნილი კუზის გამო სანჯაქს ვერ მართავდა, რის გამოც ტახტის მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა, ამავე დროს, მას ჰყავდა უფროსი ძმები, ტახტის მემკვიდრედ კი ყველაზე უფროსი უფლისწული ითვლებოდა, გარდაიცვალა მისი ძმის, უფლისწულ მუსტაფას უდანაშაულოდ სიკვდილით დასჯის შემდეგ, მასზე დარდით რაზიე სულთანი; - ისტორიულად სულთან სულლლეიმან ხანის და მაჰიდევრან სულთნის, ან ფიულანე ხათუნის ქალიშვილი, დაიბადა სულეიმანის უფლისწულობისას, მანისაში, შემდეგ იქორწინა მისი ძმის, უფლისწულ მუსტაფას ერთგულ მეგობარზე, თაშლიჯელ იაჰიაზე, სერიალში სულთან სულეიმან ხანის და ნაზელინ ხათუნის ქალიშვილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მალევე, პატარა ასაკში გარდაიცვალა აიბიგე ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას საცოლე, ყირიმის ხანის ქალიშვილი, აიშე სულთნის ძმის შვილი, გირაის დინასტიის წევრი, შეყვარებულია მალქოჩოღლო ბალი ბეიზე, სასახლის მთავარ მცველზე ეფსუნ ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, მისი დაუბადებელი შვილის დედა, გოგონას უფლისწულ მუსტაფას წინააღმდეგობის მიუხედავად მუცელი მოუშალეს, რადგან უფლისწულის სანჯაქში გამგზავრებამდე დაორსულდა, უფლისწულებს კი სანჯაქში გამგზავრებამდე შვილების ყოლა ეკრძალებოდათ ელენა; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, თავისუფალი გოგონა, რომელსაც თავისუფლების გამო არ შეეძლო ჰარემის ხარჭად ყოფნა, ის უნდა დაქორწინებულიყო, უფლისწულ მუსტაფას კი ეკრძალებოდა მასზე დაქორწინება ნურბაჰარ ხათუნი; - უფლისწულ მეჰმეთის რჩეული და მისი დაუბადებელი შვილის დედა, ტრადიციების თანახმა, უფლისწულს სანჯაქში გამგზავრებამდე შვილის ყოლა ეკრძალებოდა, ამიტომ მიჰრიმახის ბრძანებით, რომელიც, მეჰმეთის თანხმობის საშუალებით განახორციელა (მეჰმეთმა შემდეგ უარი თქვა, თუმცა მიჰრიმახმა ძმა მოატყუა, რომ გოგონა აღარ იყო ორსულად,) გოგონას მუცელი მოუშალეს და შემდეგ ჰიურემ სულთნის გადაწყვეტილებით სასახლიდან გაუშვეს ფატმა სულთანი (ფატმა ხათუნი); - უფლისწულ მუსტაფას რჩეული ხარჭა და მისი შვილის, უფლისწულ სულეიმანის დედა, სერიალში უფლისწული სულეიმანი პატარა ასაკში გარდაიცვლება და ფატმა თავს იკლავს აიშე ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული და მისი ქალიშვილის, ნერგიზშახ სულთნის დედა, მას შემდეგ, რაც უფლისწულ მუსტაფას და ფატმას შვილი გარდაეცვალათ, აიშეს ორსულობა დადგინდა, ამის გამო, ჭკუიდან გადასული ფატმა აიშეს თავს დაესხა, თუმცა მიუსწრეს და გადაარჩინეს რუმეისა ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, მისი დაუბადებელი შვილის დედა, გარდაიცვალა ფეხმძიმობისას, როდესაც დედაქალაქში, ჰიურემ სულთნის თხოვნით მამის სანახავად მიმავალ უფლისწულ მუსტაფას თავს დაესხნენ, გოგონა დაიჭრა და მუცელში მყოფ ბავშვთან ერთად გარდაიცვალა დეფნე სულთანი; - ნურბანუ სულთანი; - უფლისწულ სელიმის რჩეული, უფლისწულ მურადის, შაჰ სულთნის, ესმეჰან სულთნის და ფატმა სულთნის დედა, შემდეგში, სელიმის კანონიერი მეუღლე, მომავალში, დედა სულთანი, უფლისწულ მურადის ტახტზე ასვლის შემდეგ
,,დიდებული საუკუნე"
:ნინუცა მეგულაშვილი
პერსონაჟები;
-
სულთან სულეიმან ხანი(1); - ოსმალეთის იმპერიის 10 სულთანი, სულეიმან 1, თითქოს სამართლიანია, მაგრამ მისი ხარჭის და შემდეგში კანონიერი ცოლის, ჰიურემის გამო ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს, და ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, რის გამოც მისი მმართველობის დროს ოსმანთა დინასტიის წევრები გამუდმებით ხლართავან ინტრიგებს, ჰიურემის თავიდან მოსაშორებლად
აიშე-ჰაფსა სულთანი (დედა სულთანი); - სულთან სელიმ ხანის კანონიერი მეუღლე, ოსმალეთის იმპერიის 10 ფადი-შახის, სულეიმან 1-ის, ჰათიჯე სულთნის, ფატმა სულთნის, ბეი-ჰან სულთნის და შახ-ჰუბან სულთნის დედა
ბეი-ჰან სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და, ფერჰათ ფაშას მეუღლე, რომლის სიკვდილით დასჯის შემდეგაც, ძმასთან ურთიერთობა შეწყვიტა
ფატმა სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და, მხიარული და ცოტათი ექსცენტრიული, მან ჩაიდინა ყველაზე ორიგინალური მკვლელობა, ყოფილი ქმარი, რომელზეც ხელახლა დაქორწინებას ჰიურემი შანტაჟით აიძულებდა, მეორედ დაქორწინების პირველივე ღამეს, ქმრის ღორმუცელობის გათვალისწინებით, საჭმელის დახმარებით საიქიოში გაისტუმრა ისე, რომ საჭმელში არაფერი შეურია, უბრალოდ საკუთარი ხელით ძალიან ბევრი აჭამა და ფაშას მუცელი გაუსკდა(!),
შახ-ჰუბან სულთანი; - ოსმანთა საგვარეულოს ამბიციური წევრი, მისთვის ყველაზე მაღლა დგას ფადი-შახის ოჯახი, ოსმანთა დინასტია, ის დაბადებიდან სულთანია, რადგან დინასტიის სისხლი აქვს, და იმპერიის წესების თანახმად, მასაც მიაჩნია რომ ნებისმიერი ფაშა და სულთანი, რომელიც არ არის დინასტიის და საგვარეულოს წევრი, ან ,,დედა სულთანი" (უფლისწულის დედა, სულთნის დედა) მისი და ოსმანთა დინასტიის მონაა და ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში პატივი სცეს(!)
ჰათიჯე სულთანი; - ოსმანთა საგვარეულოს წევრი, სულთან სულეიმან ხანის და, იბრაჰიმ ფაშას მეუღლე, თავიდან ჰიურემის მეგობარი, შემდეგ იბრაჰიმ ფაშას გამო, მასთან დაპირისპირებული დინასტიის წევრი
გულფემ ხათუნი; - პოლონური წარმოშობის გოგონა, სულეიმან პირველის რჩეული, უფლისწულ სულეიმანის ტახტზე ასვლამდე მანისაში მყოფი სულეიმანისგან უფლისწული მურადი გაუჩნდა, რომელიც სერიალის მიხედვით, დაიბადა და გარდაიცვალა ქალთა სულთანატის დადგომამდე, როდესაც სულთნის სტატუსს მხოლოდ დინასტიის წევრი ქალები და სულთან სელიმ ხანის კანონიერი მეუღლე, გირაის დინასტიის წევრი, აიშე-ჰაფსა ხათუნი ატარებდნენ, სულეიმან ხანის ტახტზე ასვლამდე ბავშვი ყვავილმა იმსხვერპლა (ისტორიულად, ტახტზე ასვლის შემდეგ) და ამის შემდეგ სულეიმანმა გულფემზე უარი თქვა,
ფიულანე ხათუნი; - მისი წარმოშობა და დაბადების სახელი უცნობია, არ ჩანს სერიალის განმავლობაში, მოხსენიებულია სერიალის ბოლოს, განხილვაში, როგორც ჰარემის აღრიცხვის წიგნში შემორჩენილი ხარჭების საერთო სახელი, თუმცა ისტორიული წყაროებით, ფიულანე ხათუნი სულეიმანი პირველის ფავორიტი ხარჭაა, რომელმაც მანისაში ყოფნის პერიოდში სულეიმანისგან უფლისწული მაჰმუდი გააჩინა, რომელიც სულეიმან პირველის ტახტზე ასვლამდე, უფლისწულ მურადთან ერთად, ყვავილმა იმსხვერპლა, ამის შემდე ფიულანე ხათუნი ძველ სასახლეში გაგზავნეს და იქ დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, ფიულანე ხათუნის და სულეიმან პირველის ვაჟი, გულფემ ხათუნისა და სულეიმანის ვაჟის მსგავსად, დაიბადა და გარდაიცვალა ქალთა სულთანატის დაწყებამდე, ამიტომ, ფიულანეს სულთნის სტატუსი არ ქონია,
მაჰიდევრან სულთანი; - წარმოშობით ჩერქეზი, სულთან სულეიმან ხანის ფავორიტი მანისაში ყოფნის პერიოდიდან, უფლისწულ მუსტაფას დედა, და ისტორიულად, უფლისწულ აჰმედის დედა, რომელიც პატარა ასაკში ძმების მსგავსად, ყვავილის ეპიდემიით გარდაიცვალა და რომელიც სერიალში არ ჩანს, ასევე, რაზიე სულთნის დედა, რომელიც სერიალში სულთან სულეიმან ხანის და ნაზელინ ხათუნის ქალიშვილია, სერიალის მიმდინარეობისას, აშკარად ჩანს, როგორ სძულს ჰიურემი, ის თავდაპირველად სულთან სულეიმანზე ეჭვიანობს, თუმცა შემდეგ მას მოსწონს კიდეც ის ფაქტი, რომ ფადი-შახს მორიგი რჩეული ყავს, რადგან ეს ჰიურემს აცოფებს, მაჰიდევრან სულთანი, უფლისწულ მუსტაფას სიკვდილით დასჯის და უფლისწულის ქალიშვილის, ნერგის-შახ სულთნის დაქორწინების შემდეგ ძველ სასახლეში გაგზავნეს, მოგვიანებით, მას ამბოხების ბრალდებით, სულეიმან პირველის გადაწყვეტილებით, უფლისწულ ბაიაზიდის ძალისხმევის მიუხედავად, ხაზინიდან დაფინანსება შეუწყვიტეს და ფინანსურად ანონიმურად, იანიჩრების სახელით ეხმარებოდა უფლისწული ბაიაზიდი
ჰიურემ სულთანი; - უკრაინელი გოგონა (სერიალში, რუსი) დაბადების სახელი, როქსოლანა (სერიალში, ალექსანდრა) სულთან სულეიმან ხანის რჩეული, უფლისწულ მეჰმეთის, (ისტორიული წყაროების მიხედვით, ასევე უფლისწულ აბდულას დედა, რომელიც ყვავილმა იმსხვერპლა) მიჰრიმახ სულთნის, უფლისწულ სელიმის, უფლისწულ ბაიაზიდის და უფლისწულ ჯიჰანგირის დედა, სასახლის ჰარამხანაში მოხვდა სულეიმანის ტახტზე ასვლისას, შემდეგ კი, ის მალევე, სულეიმან ხანის რჩეული ხარჭა გახდა და სულთნის პირად ჰარემში გადავიდა, მოგვიანებით გახდა სულეიმან ხანის კანონიერი მეუღლე, გარდაიცვალა შვილის, სელიმის ტახტზე ასვლამდე, რის გამოც არ მიუღია ვალიდე სულთნის ტიტული
ნაზელინ ხათუნი; - წარმოშობით ვენეციელი, დაბადების სახელი, ვალერია, ფადი-შახის რჩეული და მისი ქალიშვილის, რაზიე სულთნის დედა (ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ნაზელინ სულთანი არ არსებობს, რაზიე სულთნის დედად ითვლება მაჰიდევრან სულთანი, ზოგიერთი ვერსიით, ასევე, ფიულანე ხათუნი), ქალთა სულთანატის დაწყების შემდეგ, დინასტიის წევრების, ანუ დაბადებიდან სულთნების გარდა, სულთნის სტატუსი მხოლოდ ფადი-შახის ან უფლისწულის კანონიერ მეუღლეებს და უფლისწულების დედებს ენიჭებოდათ, ამიტომ ნაზელინ ხათუნი არ ატარებდა სულთნის წოდებას, სულთანი, როგორც ოსმანთა საგვარეულოს წევრი, იყო მისი ქალიშვილი
უფლისწული მუსტაფა; - სულთან სულეიმან ხანის უფროსი ვაჟი, უფლისწულ მურადის და უფლისწულ მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი ინფორმაციით, ის უფლისწულ მურადზე ადრე დაიბადა, ფადიშახის და მაჰიდევრან სულთნის საერთო შვილი, ,,იანიჩრების" (ჯარისკაცების) ფავორიტი, მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, ჰიურემ ხათუნის ინტრიგების და მისი დის, მიჰრიმახ სულთნის ღალატის გამო, მას სახელმწიფოს და ფადი-შახის, მამამისის ღალატი დააბრალეს და მამამისის ბრძანებით ჯალათებმა მოკლეს
უფლისწული მურადი; - სულთან სულეიმან ხანის და გულფემ ხათუნის ვაჟი, გარდაიცვალა პატარა ასაკში, მამის ტახტზე ასვლამდე (ისტორიულად, ტახტზე ასვლის შემდეგ)
უფლისწული მაჰმუდი; - სულთან სულეიმან ხანის და ფიულანე ხათუნის ვაჟი, უფროსი უფლისწული, რომელიც პატარა ასაკში გარდაიცვალა, სერიალში არ ჩანს,
უფლისწული აჰმედი; - ისტორიულად, სულთან სულეიმან ხანის და მაჰიდევრან სულთნის ვაჟი, მუსტაფას უმცროსი ძმა, გარდაიცვალა პატარა ასაკში, ძმების მსგავსად ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა, სერიალში არ ჩანს
უფლისწული მეჰმეთი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, ჰიურემის უფროსი შვილი, მეჰმეთი იყო მამის ფავორიტი გარდაცვალებამდე, ფადი-შახი ტახტის მემკვიდრედ უკვე მას მოიაზრებდა, რადგან მიაჩნდა რომ ის ძმების სიკვდილით დასჯის ბრძანებას არ გასცემდა (მათი წესების თანახმად, ტახტზე ასულ უფლისწულს იმპერიის სტაბილურობისთვის ძმების სიკვდილით დასჯა ევალება)
უფლისწული აბდულა; - ისტორიულად, სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, რომელიც პატარა ასაკში გარდაიცვალა, სერიალში არ ჩანს
უფლისწული მეჰმეთი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის უფროსი ვაჟი
მიჰრიმახ სულთანი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ქალიშვილი, დააქორწინეს რუსტემ ფაშაზე. მეჰმეთის გარდაცვალების და მუსტაფას სიკვდილით დასჯის შემდეგ (რაც მისმა ვერაგულმა ღალატმა გამოიწვია) თავისი ერთ-ერთი ძმის, უფლისწულ ბაიაზიდის მხარდამჭერი
უფლისწული სელიმი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, მატყუარა, მხდალი და უპასუხისმგებლო, ძმების, უფლისწულების, მუსტაფას და მეჰმეთის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა უფროსი უფლისწული, შემდეგ საკუთარი ძმა, უფლისწული ბაიაზიდი და მისი უფლისწულები მოაკვლევინა და ტახტის ერთადერთი მემკვიდრე გახდა, მის შემდეგ მემკვიდრედ მისი უფროსი და იმ დროს ერთადერთი ვაჟი, მურადი მოიაზრებოდა, რომელმაც გადაწყვიტა მამას არ დამსგავსებოდა, თუმცა მისნაირი გახდა
უფლისწული ბაიაზიდი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის ვაჟი, მამაცი უფლისწული,ერთ-ერთ სერიაში, სელიმის საქციელით განრისხებული, მას უპირისპირდება, ძმები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, და გადამწყვეტ მომენტში, ბაიაზიდი ძმას მოსაკლავად ვერ იმეტებს, სელიმი მას ეუბნება; - ,,შენ მე ვერ მომკლავ ბაიაზიდ, ძმას ვერ გაიმეტებ, მუსტაფას ჰგავხარ, ჯიჰანგირს ჰგავხარ, მათსავით სუფთა გული გაქვს," თუმცა თავად ადვილად იმეტებს ძმას და მის ვაჟებს, და მაშინ, როდესაც თავად შიშით თრთოდა როცა ბაიაზიდმა ხმალი მიაბჯინა, და ყოველთვის, როცა თავი უნდა დაეცვა, გაიძახდა მე უფლისწული ვარო, არც ბაიაზიდს და არც მის ვაჟებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, წარბიც არ შეუხრიათ!
უფლისწული ჯიჰანგირი; - სულთან სულეიმან ხანის და ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა ხერხემალთან დაკავშირებით, და მის ზურგზე წარმოქმნილი კუზის გამო სანჯაქს ვერ მართავდა, რის გამოც ტახტის მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა, ამავე დროს, მას ჰყავდა უფროსი ძმები, ტახტის მემკვიდრედ კი ყველაზე უფროსი უფლისწული ითვლებოდა, გარდაიცვალა მისი ძმის, უფლისწულ მუსტაფას უდანაშაულოდ სიკვდილით დასჯის შემდეგ, მასზე დარდით
რაზიე სულთანი; - ისტორიულად სულთან სულლლეიმან ხანის და მაჰიდევრან სულთნის, ან ფიულანე ხათუნის ქალიშვილი, დაიბადა სულეიმანის უფლისწულობისას, მანისაში, შემდეგ იქორწინა მისი ძმის, უფლისწულ მუსტაფას ერთგულ მეგობარზე, თაშლიჯელ იაჰიაზე, სერიალში სულთან სულეიმან ხანის და ნაზელინ ხათუნის ქალიშვილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მალევე, პატარა ასაკში გარდაიცვალა
აიბიგე ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას საცოლე, ყირიმის ხანის ქალიშვილი, აიშე სულთნის ძმის შვილი, გირაის დინასტიის წევრი, შეყვარებულია მალქოჩოღლო ბალი ბეიზე, სასახლის მთავარ მცველზე
ეფსუნ ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, მისი დაუბადებელი შვილის დედა, გოგონას უფლისწულ მუსტაფას წინააღმდეგობის მიუხედავად მუცელი მოუშალეს, რადგან უფლისწულის სანჯაქში გამგზავრებამდე დაორსულდა, უფლისწულებს კი სანჯაქში გამგზავრებამდე შვილების ყოლა ეკრძალებოდათ
ელენა; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, თავისუფალი გოგონა, რომელსაც თავისუფლების გამო არ შეეძლო ჰარემის ხარჭად ყოფნა, ის უნდა დაქორწინებულიყო, უფლისწულ მუსტაფას კი ეკრძალებოდა მასზე დაქორწინება
ნურბაჰარ ხათუნი; - უფლისწულ მეჰმეთის რჩეული და მისი დაუბადებელი შვილის დედა, ტრადიციების თანახმა, უფლისწულს სანჯაქში გამგზავრებამდე შვილის ყოლა ეკრძალებოდა, ამიტომ მიჰრიმახის ბრძანებით, რომელიც, მეჰმეთის თანხმობის საშუალებით განახორციელა (მეჰმეთმა შემდეგ უარი თქვა, თუმცა მიჰრიმახმა ძმა მოატყუა, რომ გოგონა აღარ იყო ორსულად,) გოგონას მუცელი მოუშალეს და შემდეგ ჰიურემ სულთნის გადაწყვეტილებით სასახლიდან გაუშვეს
ფატმა სულთანი (ფატმა ხათუნი); - უფლისწულ მუსტაფას რჩეული ხარჭა და მისი შვილის, უფლისწულ სულეიმანის დედა, სერიალში უფლისწული სულეიმანი პატარა ასაკში გარდაიცვლება და ფატმა თავს იკლავს
აიშე ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული და მისი ქალიშვილის, ნერგიზშახ სულთნის დედა, მას შემდეგ, რაც უფლისწულ მუსტაფას და ფატმას შვილი გარდაეცვალათ, აიშეს ორსულობა დადგინდა, ამის გამო, ჭკუიდან გადასული ფატმა აიშეს თავს დაესხა, თუმცა მიუსწრეს და გადაარჩინეს
რუმეისა ხათუნი; - უფლისწულ მუსტაფას რჩეული, მისი დაუბადებელი შვილის დედა, გარდაიცვალა ფეხმძიმობისას, როდესაც დედაქალაქში, ჰიურემ სულთნის თხოვნით მამის სანახავად მიმავალ უფლისწულ მუსტაფას თავს დაესხნენ, გოგონა დაიჭრა და მუცელში მყოფ ბავშვთან ერთად გარდაიცვალა
დეფნე სულთანი; -
ნურბანუ სულთანი; - უფლისწულ სელიმის რჩეული, უფლისწულ მურადის, შაჰ სულთნის, ესმეჰან სულთნის და ფატმა სულთნის დედა, შემდეგში, სელიმის კანონიერი მეუღლე, მომავალში, დედა სულთანი, უფლისწულ მურადის ტახტზე ასვლის შემდეგ