შვილო!

დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა...დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა

შვილო! - 835976852658

Комментарии

  • 28 июн 2016 10:47
    Gmerto didxans micocxle chemi mshoblebi
  • 10 июл 2016 23:22
    ღმერთო დიდხანს მიცოცხლე ჩემი დედა მამამ გული დამწყვიტა უკვე
  • 11 июл 2016 08:45
    Gmerto kargad amyope cemi dediko mamiko miyvarxard
  • 12 июл 2016 21:12
    :'(:'(:'(:'(
  • 23 июл 2016 22:49
    ღმერთო ნუ მიმიყვან იმ დღემდე  ჩემი თავის მოვლა ვერ შევძლო  და დასაყვედრებელი გახდეს ჩემი მოვლა...
  • 2 авг 2016 20:54
    Ziyade manam mvkvde manamsxvisimosavleli gavxdebi
  • 4 авг 2016 02:00
    ვისაც ეს სტრიქონები არ აღელვებს , მან პლუსი მოისინჯოს, გული თუ უძგერს. გული მარტო ანატომიური ორგანო არაა. ის განცდებისთვის მოგვცა ღმერთმა! ეს, იმათ გასაგონად მოხუც მშობლებს მიუსაფართა სახლებში რომ ტოვებენ!!!
    დედა, მიყვარხარ იმაზე მეტად, რასაც ჩემი ნათქვამი " მიყვარხარ" დაიტევს
  • 5 авг 2016 23:30
    didebuli htagoneaa
  • 6 авг 2016 10:24
    Moeferet mshoblebs me orive davkarge natelshi iyos mati sulebi
  • 6 авг 2016 12:35
    Marta xard      nateiasi amyopon gmertma santei sarkmei armokiebodesken
  • 17 авг 2016 15:25
    Myvarcar deeee
  • 17 авг 2016 21:52
    Miyvarxar dediko cemo
  • 21 авг 2016 08:11
    Ar cheidzleba ec ctrikonebi cremlebic gareche çaikitxo,namdvilad mchoblebic faci araferia deda agar mkavxar magram koveltvic  vgrdznob chenc cikvarulc citboc chemo lamzo dediko gmertma natelchi mimkofoc cheni lamazi culi.
  • 7 сен 2016 11:42
    Gmerto gvimkofe kvelas gvikofe kargad
  • 9 дек 2016 17:06
    Roca patarebi ikvnen mashin deda kargi iko. Ro moxucden da mosavleli gaxden. Tavshesaparhi abareben imas gauketebs mati shvilebi.