მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის, რომელიც შენ მაჩუქე და რომლის პაწაწინა ნაწილიც მე ვარ…

მადლობელი ვარ, რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…
მადლობელი ვარ მათთვის, ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…
...მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…
მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…
მადლობელი ვარ, რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…
მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ…
მადლობელი ვარ მტრებისთვის… მათ სინათლე დამანახეს და სიკეთე მასწავლეს…
მადლობელი ვარ მათიც, ვინც მატკინა და პატიება მასწავლა…
მადლობელი ვარ ყოველი ადამიანის ღიმილისთვის… ბავშვების სიცილისთვის…
მადლობელი ვარ ნათელი სულისთვის და სიყვარულით სავსე გულისთვის…
მადლობელი ვარ ჩემი მფარველი ანგელოზისთვის, რომელიც შენ გამომიგზავნე და თავზე დამფარფატებს…
მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელმაც ჩემს სულში სიცოცხლის სიმფონია ააჟღერა…
გვიყვარდეს ერთმანეთი!

მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის, რომელიც შენ მაჩუქე და რომლის პაწაწინა ნაწილიც მე ვარ… - 849445080498

Комментарии

  • 4 дек 2016 18:47
    mec igives vitkodi
  • 4 дек 2016 19:01
    Amin!
  • 4 дек 2016 20:37
    Магари чквиани винмеа умадуриц ром викот маинц ткуилад нервебс гавифучебт.
  • 5 дек 2016 00:30
    Amin
  • 5 дек 2016 00:54
    Amın
  • 6 дек 2016 21:15
    დიდება უფალს ყოველი დილის გატენებისტვის და დგის დაგამებისტვის მადლობა უფალო
  • 18 дек 2016 23:03
    Перевод: "Господи, благодарю тебя за еще один прожитый день"