,,ჩიტის რძე" მოხარშული კრემით

მასალა ცომისთვის:
კვერცხი – 4 ცალი შაქარი – 2 ჭიქა თაფლი – 4 ს. კ. მარგარინი – 200 გრ. სოდა – 1 ჩ. კ. ძმარი – 1 ს. კ. მარილი – 1 მწიკვი ვანილინი – 0, 7 გრ. ფქვილი – 5 - 6 ჭიქა მასალა კრემისთვის: რძე – 1 ლ. შაქარი – 1 ჭიქა ფქვილი – 3 ს. კ. კარაქი – 100 გრ. ვანილინი – 0, 7 გრ. ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) – 2 ს. კ. შოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი მომზადება:
1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე.
2. როდესაც მარგარინუ შეგრილდება, ემალირებულ თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილინი, მარილი და კარგად ათქვიფრთ.
3. თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს > 15-20 წთ. განუწყვეტლივ ურიეთ.
4. როდესაც ცომის მასას ფერი შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, თითო-თითო ჭიქა. ყოველი ჭიქის დამატების შემდეგ, შეეცადეთ, რომ ერთფეროვანი მასა მიიღოთ.
5. ცომი გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც შეგრილდება, იმდენი ფქვილი დაამატე, რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.
6. ცომი გაყავით 3 ნაწილად >გააჩნია ყალიბის რამხელაა...4 ნაწილადაც შეგვიძლია დავყოთ.. გააკეთეთ გუნდები.
7. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე.
8. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წიწნაწარ გახურებულ ღუმელში.
9. კრემის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს > ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.
10. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.
11. კრემი გაყავით 2 ნაწილად და თბილივე წაუსვით ფენებს. ტორტის ორ ფენას კრემი წაუსვით > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი.
12.როგორ მოვამზადოთ!შოკოლადის პრიალა მინანქარი..
ინგრედიენტები: რძე 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი 1/2 ჭიქა კაკაო 3 ს.კ კარაქი 1.5 ს.კ ტაბულა შევურიოთ კაკაო და შაქრის პუდრი, შემდეგ გავხსნათ ცხელ რძეში. ჩავამატოთ კარაქი და ვანილი. კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან, პრიალა მასას არ მივიღებთ. მინანქარი სწრაფად ცივდება, ამიტომ ბოლო ეტაპზე უნდა მოვამზადოთ და მაშინვე დავასხათ ნამცხვარსა თუ ტორტს
13. 3-4 სთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ, შედგით მაცივარში. ტორტი II დღეს უფრო გემრიელია....

,,ჩიტის რძე" მოხარშული კრემით - 815806701287

Комментарии