შენ უნდა გერქვას ჩიტი ნიბლია

და ანგელოზად ცის თაღზე იჯდე,
შენი დანახვა ერთი ხიბლია
და ამ რითმებსაც ამიტომ გიწერ!
შენ უნდა გერქვას ნაზი ლილია
და დედოფლადაც ყვავილთა იყვე,
შენი დახატვა რთულად მიცნია
და ამ მშვენებას სიტყვებით გიფერ!
შენ უნდა გერქვას თრობის მისი-ა,
ყურძნის მტევნებად სავაზეს ირგე,
შენი დაყლაპვა წრთომის მისია
და ამ გამოცდას ფრთაშესხმულ ვიფრენ!
შენ უნდა გერქვას თოვლის ფიფქია
ზამთრის ქათქათა საბანში იწვე,
შენთან შეხვედრა ბევრჯერ მიცდია,
ამ გაზაფხულსაც მოგიყვან კიდეც!
შენ უნდა გერქვას ქრობის ნისლია
ჩემი ოცნების მწვერვალზე იდგე,
შენი დაკარგა გმობის ღირსია
და ამ სიყვარულს ლექსებად გიფენ!

Комментарии

Комментариев нет.