როცა გული სევდით, დარდით მეხუთება, შვებას მარტოობით ვპოვებ.

ყველამ რომ დამტოვოს, მე და სიმარტოვე ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ, ცრემლებს ვეხვეწები, შენ მაინც შემეშვი, მითხარი, რა გინდა ჩემგან, ყველამ დამივიწყა, ზურგი შემაქცია, შენ რატომ დამყვები ყველგან. ის კი უჩუმარი გრძნობით მევლინება თვალზე ცხელ ნაკვალევს ტოვებს, ყველამ რომ დამტოვოს, მე და სიმარტოვე ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ..... ცხოვრება ყველასთვის ლამაზი როდია, ზოგისთვის სიცოცხლე, ზოგისთვის ცრემლია, ყველამ რომ დამტოვოს, ვიცი, სიმარტოვე არასდროს დამტოვებს, ის ჩემი ხვედრია. ...და ერთ დღეს როდესაც მარტოობას ასამართლებდნე მე მის ერთგულ მეგობარს დამაგვიანდა.. სხვა მოწმეებიც მრავლად მოსულიყვნენ ––დუმილი, სევდა, ცრემლები, შიში...! ჩამომსხდარან ფერმკრთალ სკამებზე...! მას კი, მოწმედ სულ, არავინ არ გამოადგა...! იჯდა ეულად...! ბრალმდებლის სკამზე, ვიღაც ცხარობდა და მარტოობას, სევდას სწამებდნენ...! ვერავინ შეძლო მისი დაცვა..., მხოლოდ დუმილმა გაბედა და გვერდით დაუდგა...! ბევრი იმსჯელეს..., იკამათეს და..., სამუდამო მარტოობა, განაჩენად გამოუტანეს...! დავიგვიანე...! მე, უჩემოდ გამასამართლეს.

Комментарии

Комментариев нет.