შენ ადამიანი ხარ.

თავი ღმერთი არ უნდა გეგონოს.
––––––––
ნუ აწყობ გეგმებს თუ რა, როგორ მოხდება ხვალ. უბრალოდ თქვი “ღმერთო გთხოვ, ხვალ ყველაფერი კარგად იყოს”.
სამართალს უსამართლობად ნუ აქცევ, თორემ უსამართლობა გაქცევს არარაობად.
გახსოვდეს, ადამიანი იბადება ბრძოლისთვის, და ხშირად სხვას კი არა საკუთარ თავსაც უნდა ებრძოლო.
სიყვარული, ქალის ლამაზი ტანის მოყვანილობით არ განისაზღვრება. სიყვარული ქალშია დამალული და ის უნდა გაათბო რათა გარეთ გამოაღწიოს.
სიძულვილი ეს ის გრძნობაა, უსიყვარულოდ მყოფს რომ შეგაწუხებს. ამიტომ გიყვარდეს !!!
დახმარების ხელი, ეს ის ხელია, გაწვდილი რომ უნდა გქონდეს, რადგან ამ ხელით იქცევი ადამიანად.
ღიმილი ეს ყველაზე მთავარია. რადგან მასშია სითბო, რომელსაც გულით დაატარებ.
წარსულმა თუ აწმყო ჯოჯოხეთად გიქცია, მომავალში სამარეშიც ჩაგაწვენს. ამიტომ არ უნდა მისცე მას ამის საშვალება.
ბედნიერება. არ არსებობს. არსებობს ბედნიერი წამები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. ბედნიერება ნეტარებაა, ყოველგვარი ნეტარება კი ამ სამყაროში წამები გრძელდება.
თავის მოკვლა ეს ყველაფერს ხაზს უსვამს რაც ზემოთ დავწერე. რადგან თვითმკვლელობა ეს ის არის, რომ თავი “ღმერთი არ უნდა გეგონოს”

Комментарии

Комментариев нет.