ქალი აგშლის და ქალი დაგაწყობს... ფიქრებს ათ ფინჯან ყავად შეგიცვლის... ცად განავარდებს მერნის ჯირითით, ღრუბლებზე სულის სუფრას გაგიშლის; თან დაგიმონებს,-- ვერც ისპარტაკებ... გადაგაცურებს მღელვარე ზღვასაც... ფრთებს გაგიშლის და ფრთებს შეგიკეცავს, ამოგიხერგავს მოთმენის ზღვარსაც; დაგეფინება გულზე ნიავად, არ გაგახედებს ნაცოდვარ მხარეს... .მეტი რა გიყოს- ჯერ გაგაგიჟებს, მერე განგკურნავს გულს გაგიხარებს.
რწმენა, იმედი, სიყვარული
ქალი
ქალი აგშლის და
ქალი დაგაწყობს...
ფიქრებს ათ ფინჯან
ყავად შეგიცვლის...
ცად განავარდებს
მერნის ჯირითით,
ღრუბლებზე სულის
სუფრას გაგიშლის;
თან დაგიმონებს,--
ვერც ისპარტაკებ...
გადაგაცურებს
მღელვარე ზღვასაც...
ფრთებს გაგიშლის და
ფრთებს შეგიკეცავს,
ამოგიხერგავს
მოთმენის ზღვარსაც;
დაგეფინება
გულზე ნიავად,
არ გაგახედებს
ნაცოდვარ მხარეს...
.მეტი რა გიყოს-
ჯერ გაგაგიჟებს,
მერე განგკურნავს
გულს გაგიხარებს.