როგორც უკვე იცით, ლედი გაგამ მოახდინა თავისი მესამე სტუდიური ალბომის, ''ARTPOP''-ის პირველი სინგლის ''APPLAUSE''-ს ოფიციალური ყდის ჩვენება ჟურნალ ''WWD - Women's Wear Daily''-ს მეშვეობით, რომელმაც ფოტო ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, ხოლო მოგვიანებით კი ამ ფოტომ ჟურნალის ყდა დაამშვენა, რომელიც დღეს, 30 ივლისს გამოვა!

გარდა ამისა, გაგამ ჟურნალთან ჩაწერა ინტერვიუ, რითაც მეგა ვარსკვლავმა გასული წლის პირველ ნახევარში პრესისადმი დაწყებული ბოიკოტი დაასრულა.
★რამოდენიმე წუთის წინ კი ინტერნეტ სივრცეში ოფიციალურად გავრცელდა ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან, რომელსაც ჩვენი გვერდი, ''Lady GaGa (საქართველო)'' გთავაზობთ:
★ რეპორტიორი (Jessica Iredale) წერს: როდესაც გაგასთან ოთახში შევედი ის მარტო ოყო უამრავ ფოტოსთან ერთად, მან მაშინვე ერთერთი მათგანი გამომიწოდა, და მითხრა: ''ძვირფასო, მე მინდა ვიცოდე რას ხედავ შენ ამ ფოტოზე.'' და მე დავინახე მშვენიერი, სადა და სერიოზული ნამუშევარი, რომელიც თავდაპირველად ''ლუვრის''(მუზეუმი პარიზში), ან თუნდაც ''მეტროპილიტენ მუზეუმის (მუზეუმი ნიუ-იორკში)'' შედევრი მეგონა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეს შედევრი გაგამ შექმნა.
Lady Gaga :
★ "არტპოპი არის ალბომი, რომელიც უთვალთვალებს მარტოობას. ეს ძალიან საშიშია და ბრუნდება დაბლა, ტკივილიან წარსულში. თუმცა, ყველაფერი, რასაც მივაგენი, მკვდარი ვნებაა. ვფიქრობდი,რომ შინაგანად განადგურებული ვარ. ახლა კი მზად ვარ, ვიბრძოლო. ვიბრძოლო, და მუსიკა დავიწყო".
★ტურის შეწყვეტა და ოპერაცია ჩემთვის დიდი სტრესი იყო. ვფიქრობდი, რომ გულშემატკივრებს იმედი გავუცრუე. ექვსი თვე დამჭირდა ამ სტრესის დასაძლევად... ჩემი პრობლემა უფრო მეტი იყო ვიდრე სინოვიტი, ძვალზე რამოდენიმე ღრმული მქონდა, ოპერაციის შემდეგ მითხრეს, რომ კიდევ რომ მომეთმინა, და ერთი კონცერტი მაინც ჩამეტარებინა, ფეხი მთლიანად მოსაჭრელი მექნებოდა, და ახალ პროთეზს ადაპტაციისთვის სულ ცოტა 2 წელი დაჭირდებოდა.''
★მთელი ეს დრო მე ვკითხულობდი წიგნებს და ვუსმენდი მუსიკას, რაც მთავარია დროსა და ნერვებს არ ვხარჯავდი ტელევიზორისა და ჟურნალ-გაზეთებისთვის.''
★''APPLAUSE''-ს ყდა ამოვიღეთ ამავე სინგლის ვიდეო-კლიპიდან, რომლის მონტაჟიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დავასრულეთ. ვიდეოში უფრო ჩანს ჩემი პერფორმირებული მხარე, რომელსაც ხალხი ვერ ხედავს ხოლმე. ჩვენ ფოტოს ეფექტი მაინც დავადევით.
★მახსოვს ემოცია, როცა პატარა ვიყავი და სხვადასხვა გადაცემის ჩაწერებზე დავყვებოდი დედას. გადაღებებისას ჩვენ, აუდიტორიას რეჯისორი აბრას გვაჩვენებდა წარწერით: ''APPLAUSE (აპლოდისმენტები)'', ამ დროს ამა თუ იმ სცენისთვის ჩვენი შთაბეჭდილება აპლოდისმენტებით უნდა გამოგვეხატა.
★''APPLAUSE'' არის ძალიან სახალისო და ბედნიერებით სავსე სიმღერა ჩემი კარიერის შესახებ!
★ბევრ კითხვას მისვამენ ჩემს პერფომანსთან დაკავშირებით MTV VMA 2013''-ზე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით! არ მოვალ მოხარშული კვერცხით, კვერცხი შემწვარი იქნება!

Комментарии

Комментариев нет.