მშვიდობიანი მიწა, მშვიდობიანი ცა, სიხარულს თესდეს მუდამ, გვეფერებოდეს ზღვა. ისევ ბობოქრობს ავი, ისევ ატირდა დედა, სამშობლოს დამცველთ მარადის ლოცავს მაცხოვრის დედა. *** წინ მიგვიძღვის და გვფარავს წმ.გიორგის ფარი სამშობლოვ ჩვენი სიცოცხლით სიკეთის ჩანდეს კვალი, დაე დამშვიდდეს ზეცა, დაე გაქარდეს სევდა ამდენი უსამართლობით მტერს დაებინდოს ხედვა... *** ვხედავთ გონება წაერთვა, ძმასა ჭირს ძმისა ვალი ნუთუ არ გახდა საჩინო სანთელს რომ აქრობს ქარი. ძმაო იძმე და შეიგნე - ეს სამყარო ხომ ღვთისია ამ წუთში დედა ატირდა, დედა შენიც და მისიაც.... *** რად აიკიდე ვალადა, რად აწყევლინე გამჩენი მოგეკითხება მწარედა, ცრემლით მოგივა სარჩელი, შეიგნე: ესე სიცოცხლე მოცემულია უფლისგან შენ შენსა ძმასა არ ინდობ, თავს ვერ დაიძვრენ ცუდისგან *** რაც გითესია მოიმკი არ გვიანდება ნაყოფი მომწიფდება და მიირთმევ როს ტვინი გქონდა ნაღრძობი. დღეს უკრაინა ატირდა, დედა მებრძოლი ერისა მტერსა და მოღალატესა სასჯელი ელის ღმერთისგან! დალი დადუნაშვილი 2022წლის 24.02
კეთილი სურვილებით!
მოიმკი!
მშვიდობიანი მიწა, მშვიდობიანი ცა,
სიხარულს თესდეს მუდამ, გვეფერებოდეს ზღვა.
ისევ ბობოქრობს ავი, ისევ ატირდა დედა,
სამშობლოს დამცველთ მარადის ლოცავს მაცხოვრის დედა.
*** წინ მიგვიძღვის და გვფარავს წმ.გიორგის ფარი
სამშობლოვ ჩვენი სიცოცხლით სიკეთის ჩანდეს კვალი,
დაე დამშვიდდეს ზეცა, დაე გაქარდეს სევდა
ამდენი უსამართლობით მტერს დაებინდოს ხედვა...
*** ვხედავთ გონება წაერთვა, ძმასა ჭირს ძმისა ვალი
ნუთუ არ გახდა საჩინო სანთელს რომ აქრობს ქარი.
ძმაო იძმე და შეიგნე - ეს სამყარო ხომ ღვთისია
ამ წუთში დედა ატირდა, დედა შენიც და მისიაც....
*** რად აიკიდე ვალადა, რად აწყევლინე გამჩენი
მოგეკითხება მწარედა, ცრემლით მოგივა სარჩელი,
შეიგნე: ესე სიცოცხლე მოცემულია უფლისგან
შენ შენსა ძმასა არ ინდობ, თავს ვერ დაიძვრენ ცუდისგან
*** რაც გითესია მოიმკი არ გვიანდება ნაყოფი
მომწიფდება და მიირთმევ როს ტვინი გქონდა ნაღრძობი.
დღეს უკრაინა ატირდა, დედა მებრძოლი ერისა
მტერსა და მოღალატესა სასჯელი ელის ღმერთისგან!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 24.02