25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობელის ხატის დღესასწაულია!
გილოცავთ მართლმადიდებელნო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავთ იუბილარებო - ულამაზეს დღეს დაბადებულნო ამ ლამაზ დღესასწაულს! ჩვენს გაბრიელს ვულოცავ დაბადების დღეს! ჩვენ იუბილარ უნიჭიერს გაბრიელს ჩემგან......... მთავარანგელოზ გაბრიელი დაგყვება ფარად, წარმატებები გამშვენებდეს ყველგან და მარად. ჩემო გაბრიელ დაგელოცოს დღე გაჩენისა, ეს საუკუნე ნაჩუქარია თვით გამჩენისგან. დალი 2022წლის 25.02 დღეს მოხსენიებულ წმინდა მამათა და დედათა მოსახელეებს გილოცავთ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში ივერიის ღვთისმშობლის მადლითა და ლოცვა კურთხევითა! მშვიდ სამყაროში და გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რამეთუ ჩვენივე რწმენითა მოგვეგება ჩვენ! რწმენა უფლისა! მადლი და მფარველობა დედისა გადაგვარჩენს ქართველ ერს და მართლმადიდებელ სამყაროს! გავხდეთ ღირსნი ზარ ზეიმით და გულმხურვალე ლოცვითა მივეგებოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოში მობრძანებას. ***********************ტროპარი წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო. ********************** მადლიერებით ვადიდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ გამოუთქმელი წყალობის გამო, რომელიც მან მოგვმადლა თავისი ყოვლადწმიდა ხატის მეშვეობით: „გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭე ჩვენ წმიდა ხატი შენი… გიხაროდენ, რომელმან მფარველობა მისი აღვითქუ… გიხაროდენ, რომელმან ნიჭი საკვირველებათანი მიანიჭე მას…“ მრავალი საოცრება და ქველისმოქმედება აქვს ჩადენილი ივერთა სავანეში ღმრთისმშობელს თავისი ხატის პატივისცემით. იმდენად ბევრი, რომ შეუძლებელია, აქ ჩამოვთვალოთ ყველა მათგანი. დაწვრილებით გადმოცემებს მათ შესახებ ინახავს მონასტრის მატიანე. ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე. წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული – შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი. დედაო ღვთისა შეგვიფარე შენი მადლიანი კალთის საფარველქვეშ და შეგვმოსე პატიოსანითა სამოსელითა შენითა. მშვიდობა მოგვმადლე და სიხარული გვიმრავლე დედაო მარიამ!
კეთილი სურვილებით!
25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობელის ხატის დღესასწაულია!
გილოცავთ მართლმადიდებელნო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
გილოცავთ იუბილარებო - ულამაზეს დღეს დაბადებულნო ამ ლამაზ დღესასწაულს!
ჩვენს გაბრიელს ვულოცავ დაბადების დღეს!
ჩვენ იუბილარ
უნიჭიერს გაბრიელს ჩემგან.........
მთავარანგელოზ გაბრიელი დაგყვება ფარად,
წარმატებები გამშვენებდეს ყველგან და მარად.
ჩემო გაბრიელ დაგელოცოს დღე გაჩენისა,
ეს საუკუნე ნაჩუქარია თვით გამჩენისგან.
დალი 2022წლის 25.02
დღეს მოხსენიებულ წმინდა მამათა და დედათა მოსახელეებს გილოცავთ!
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში ივერიის ღვთისმშობლის მადლითა და ლოცვა კურთხევითა!
მშვიდ სამყაროში და გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რამეთუ ჩვენივე რწმენითა მოგვეგება ჩვენ! რწმენა უფლისა! მადლი და მფარველობა
დედისა გადაგვარჩენს ქართველ ერს და მართლმადიდებელ სამყაროს!
გავხდეთ ღირსნი ზარ ზეიმით და გულმხურვალე ლოცვითა მივეგებოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოში მობრძანებას.
***********************ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო. **********************
მადლიერებით ვადიდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ გამოუთქმელი წყალობის გამო, რომელიც მან მოგვმადლა თავისი ყოვლადწმიდა ხატის მეშვეობით: „გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭე ჩვენ წმიდა ხატი შენი… გიხაროდენ, რომელმან მფარველობა მისი აღვითქუ… გიხაროდენ, რომელმან ნიჭი საკვირველებათანი მიანიჭე მას…“ მრავალი საოცრება და ქველისმოქმედება აქვს ჩადენილი ივერთა სავანეში ღმრთისმშობელს თავისი ხატის პატივისცემით. იმდენად ბევრი, რომ შეუძლებელია, აქ ჩამოვთვალოთ ყველა მათგანი. დაწვრილებით გადმოცემებს მათ შესახებ ინახავს მონასტრის მატიანე. ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე. წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული – შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.
დედაო ღვთისა შეგვიფარე შენი მადლიანი კალთის საფარველქვეშ და შეგვმოსე პატიოსანითა სამოსელითა შენითა. მშვიდობა მოგვმადლე და სიხარული გვიმრავლე დედაო მარიამ!