" გულნატკენი შენი შვილი, მუხლზე ვდგავარ დაჩოქილი მადლიანო გაგვიმრავლე ერი შენგან დალოცვილი, წინ გვიძღოდეს სანთელი და ჯვარი ვაზისგან შექმნილი მოგვასწარი მიწას ჭამდეს მტერი შენს წინ დამხობილი. *** გულნატკენი ქალი ვდგავარ, შენს წინაშე თავდახრილი მიგვანიშნე რა ვაკეთოთ, გზა გაიხსნას ჩაკეტილი, წინსვლას ისე შევხაროდეთ, ვით ჩიტია დალოცვილი ფუტკარივით მშრომელები და მერცხლებად დაჩეკილი. *** სანთლით ხელში, დედა ვდგავარ, შენს წინაშე ძე იესო უნდობლობა აქტიურობს, სიტყვა საქმით უვარგისობს... შვილის გამო თავს გავწირავთ, სადიდებელს ვამბობთ ლოცვას დედით შენით ,,შეგვიწყალე!" ავირიდებთ ხოცვა - ჟლეტას. *** ერთ სუნთქვაში მოქცეულა ამ სამყაროს მომავალი გუშინდელი გავიხსენოთ, დღევანდელს შევუქოთ კვალი, ხვალინდელი დღე ვათენოთ ლოცვით, რწმენით, ვედრებითა კურთხეულ არს მომავალი, დალოცვილი წმინდა ყრმითა. დალი დადუნაშვილი 2022წლის 09.03
კეთილი სურვილებით!
,,შეგვიწყალე!
"
გულნატკენი შენი შვილი, მუხლზე ვდგავარ დაჩოქილი
მადლიანო გაგვიმრავლე ერი შენგან დალოცვილი,
წინ გვიძღოდეს სანთელი და ჯვარი ვაზისგან შექმნილი
მოგვასწარი მიწას ჭამდეს მტერი შენს წინ დამხობილი.
*** გულნატკენი ქალი ვდგავარ, შენს წინაშე თავდახრილი
მიგვანიშნე რა ვაკეთოთ, გზა გაიხსნას ჩაკეტილი,
წინსვლას ისე შევხაროდეთ, ვით ჩიტია დალოცვილი
ფუტკარივით მშრომელები და მერცხლებად დაჩეკილი.
*** სანთლით ხელში, დედა ვდგავარ, შენს წინაშე ძე იესო
უნდობლობა აქტიურობს, სიტყვა საქმით უვარგისობს...
შვილის გამო თავს გავწირავთ, სადიდებელს ვამბობთ ლოცვას
დედით შენით ,,შეგვიწყალე!" ავირიდებთ ხოცვა - ჟლეტას.
*** ერთ სუნთქვაში მოქცეულა ამ სამყაროს მომავალი
გუშინდელი გავიხსენოთ, დღევანდელს შევუქოთ კვალი,
ხვალინდელი დღე ვათენოთ ლოცვით, რწმენით, ვედრებითა
კურთხეულ არს მომავალი, დალოცვილი წმინდა ყრმითა.
დალი დადუნაშვილი 2022წლის 09.03