სტომაქის მონად გამხდარა ზოგიერთ ვაი ქართველი დახლიდან თოვლივით გაქრა გაძვირებული საკენკი. ომი! ძმათა კვლა გახშირდა.... ხდება თვალების ახელა შეგნება გაუფასურდა - არც უნდათ ამის გამხელა. *** ადამიანი კუჭს აყვა, არა თმობს გაცეს ზედმეტი. ყველაფერს მისთვის ინახავს, და გადაგივლის ქანცწყვეტილს... რა გვეშველება კი ვიცით! ოღონდ არ გვინდა განძრევა სტომაქის მონა კაცისგან ნუ ითხოვ მადლის გაცემას. *** დღეს რაც კი ხდება გვასწავლის ,,დავემშვიდობოთ ბინძურსა" ხვალისთვის ჭკუას მოვუხმობთ და გვექნეს საქმით მშვიდობა. სასჯელის მოხდას ვაგრძელებთ: ,,რად არ იწამეთ იესო, ჯვარს აცვით, გულით არა ცნობთ, ,,ჩვენში ადგილი არ აქვსო!" *** და ვიდრე არ დაუჩოქებ დედას! ძესა და წმინდანსა მანამდე ,,ყალყზე შემდგარი" თავს ხშირად ურტყამ მიწასა... გსურს მიგეტეოს ცოდვები! - გაბრაზებული რად ხარო!? ლოცვა, რწმენა და იმედი ესაა მთელი სამყარო. ** უფლის სამსჯავროს წინაშე ყველა ნათქვამი წახდება საქმე კეთილი არა ქმენ? შენი არსებაც გაქრება.... რაღა აზრია აქვს სიცოცხლეს, უსიყვარულოდ თენებულს მიიჩნევ ნაცარ ტუტადა, სიცოცხლეს მხოლოდ შენეულს! დალი ბზვანელი 2022წლის 11.03
კეთილი სურვილებით!
მიიჩნევ!
სტომაქის მონად გამხდარა ზოგიერთ ვაი ქართველი
დახლიდან თოვლივით გაქრა გაძვირებული საკენკი.
ომი! ძმათა კვლა გახშირდა.... ხდება თვალების ახელა
შეგნება გაუფასურდა - არც უნდათ ამის გამხელა.
*** ადამიანი კუჭს აყვა, არა თმობს გაცეს ზედმეტი.
ყველაფერს მისთვის ინახავს, და გადაგივლის ქანცწყვეტილს...
რა გვეშველება კი ვიცით! ოღონდ არ გვინდა განძრევა
სტომაქის მონა კაცისგან ნუ ითხოვ მადლის გაცემას.
*** დღეს რაც კი ხდება გვასწავლის ,,დავემშვიდობოთ ბინძურსა"
ხვალისთვის ჭკუას მოვუხმობთ და გვექნეს საქმით მშვიდობა.
სასჯელის მოხდას ვაგრძელებთ: ,,რად არ იწამეთ იესო,
ჯვარს აცვით, გულით არა ცნობთ, ,,ჩვენში ადგილი არ აქვსო!"
*** და ვიდრე არ დაუჩოქებ დედას! ძესა და წმინდანსა
მანამდე ,,ყალყზე შემდგარი" თავს ხშირად ურტყამ მიწასა...
გსურს მიგეტეოს ცოდვები! - გაბრაზებული რად ხარო!?
ლოცვა, რწმენა და იმედი ესაა მთელი სამყარო.
** უფლის სამსჯავროს წინაშე ყველა ნათქვამი წახდება
საქმე კეთილი არა ქმენ? შენი არსებაც გაქრება....
რაღა აზრია აქვს სიცოცხლეს, უსიყვარულოდ თენებულს
მიიჩნევ ნაცარ ტუტადა, სიცოცხლეს მხოლოდ შენეულს!
დალი ბზვანელი 2022წლის 11.03