ჩემი მეგობრის ლანა ტუღუშის გვერდზე დევს 20 წლის წინ დაწერილი ლექსი და რომ წავიკითხე სიტყვები თავად მოფრინავდა და ვბეჭდავდი....
მე რიწის ტბაზე ვცხოვრობდი, შემდეგ ბიჭვინთაში და ბოლოს გაგრაში. საოცარია ბავშვობის მოგონებები. დავბრუნდი! ჩვენ უსიკვდილოდ დავბრუნდებით სულის ფრთებისთვის, და დავივიწყებთ ყველა წყენას მხოლოდ ღმერთისთვის. უკვე შევძელით შევიმეცნეთ ვინ არს მოკეთე უფალი მარად ჩვენთანაა სულის მოკეთედ! *** შორიდან გლოცავთ აფხაზეთო ლოცვად დამდგარი! და სიყვარულით შენ დაგვხვდები გულის ფანცქალით! არ დაიდარდო აფხაზეთო - კაცთა წესია სასიხარულოდ ის მოვიმკათ რაც გვითესია. **** წესად დავნერგოთ სიყვარული ახალ დროების დრომ გამოცდები ჩაიბარა სულის ცხონებით, კარი გაგვიღე სიხარულით მოვდივართ შენთან შენ, აფხაზეთო არც არასდროს ყოფილხარ კენტად! *** წლები გაფრინდა, დავიწყება არ შეიძლება ეს ისტორიას მრავალტომით შეავსებს ვიცი, ისევ ეზრდება საქართველოს გმირი ბიჭები ჯიშიან ცხენსა ჯიშიანი ეზრდება კვიცი! *** ჩვენ სიხარულით დავბრუნდებით მშობელ ბუდეში და უპირობოდ ჩაგვიხუტებ შენს თბილ უბეში, არ დაიდარდო, მედგრად დაგვხვდი ლამაზი მთებით ბავშვი წავედი და ვბრუნდები..... ჭაღარა თმებით. დალი დადუნაშვილი 20022წლის 12.03
კეთილი სურვილებით!
ჩემი მეგობრის ლანა ტუღუშის გვერდზე დევს 20 წლის წინ დაწერილი ლექსი და რომ წავიკითხე სიტყვები თავად მოფრინავდა და ვბეჭდავდი....
მე რიწის ტბაზე ვცხოვრობდი, შემდეგ ბიჭვინთაში და ბოლოს გაგრაში. საოცარია ბავშვობის მოგონებები.
დავბრუნდი!
ჩვენ უსიკვდილოდ დავბრუნდებით სულის ფრთებისთვის,
და დავივიწყებთ ყველა წყენას მხოლოდ ღმერთისთვის.
უკვე შევძელით შევიმეცნეთ ვინ არს მოკეთე
უფალი მარად ჩვენთანაა სულის მოკეთედ!
*** შორიდან გლოცავთ აფხაზეთო ლოცვად დამდგარი!
და სიყვარულით შენ დაგვხვდები გულის ფანცქალით!
არ დაიდარდო აფხაზეთო - კაცთა წესია
სასიხარულოდ ის მოვიმკათ რაც გვითესია.
**** წესად დავნერგოთ სიყვარული ახალ დროების
დრომ გამოცდები ჩაიბარა სულის ცხონებით,
კარი გაგვიღე სიხარულით მოვდივართ შენთან
შენ, აფხაზეთო არც არასდროს ყოფილხარ კენტად!
*** წლები გაფრინდა, დავიწყება არ შეიძლება
ეს ისტორიას მრავალტომით შეავსებს ვიცი,
ისევ ეზრდება საქართველოს გმირი ბიჭები
ჯიშიან ცხენსა ჯიშიანი ეზრდება კვიცი!
*** ჩვენ სიხარულით დავბრუნდებით მშობელ ბუდეში
და უპირობოდ ჩაგვიხუტებ შენს თბილ უბეში,
არ დაიდარდო, მედგრად დაგვხვდი ლამაზი მთებით
ბავშვი წავედი და ვბრუნდები..... ჭაღარა თმებით.
დალი დადუნაშვილი 20022წლის 12.03