ერთხელ მოვედი ამ ქვეყანაზე ერთხელ აენთო ჩემი ვარსკვლავი და მინდა ისე დავტოვო მიწა გულში არა თქვას ვინმემ ,,საწყალი!" *** დავბადებულვარ ქართველად!- მომწონს! დავბადებულვარ რჩეულ მიწაზე, შენს სამადლობელს ვამბობ ყოველდღე რომ ღირსი გავხდი ქართულ მიწაზე: *** ფეხი დამედგა, შემაძლებინე შვილობა წილხვედრ საქართველოსი ღირს მყავ უფალო ლოცვებით შევხვდე დედის მოსვლასა მის საუფლოში. *** ისე მაცხოვრე როგორც შენ გსურდეს მიწყალე ისე როგორც გჩვევია, იმ სიყვარულით ამამზიანე ქართველ დედასა რომ უგემნია! *** მამულიშვილი გავზარდო ისე თასი ავავსო იმედებისა, სიტყვა მართალი ისმოდეს მარად საქმე საგმირო მარაბდელისა. *** ისე მაცხოვრე როგორც შეფერის ერის დედას და ქართლის შვილობას, მჯერა აღდგება ყველა მართალი და კვლავ დალოცავს გვარიშვილობას! დალი დადუნაშვილი 2022წლის 14.03 22:49
კეთილი სურვილებით!
მჯერა!
ერთხელ მოვედი ამ ქვეყანაზე
ერთხელ აენთო ჩემი ვარსკვლავი
და მინდა ისე დავტოვო მიწა
გულში არა თქვას ვინმემ ,,საწყალი!"
*** დავბადებულვარ ქართველად!- მომწონს!
დავბადებულვარ რჩეულ მიწაზე,
შენს სამადლობელს ვამბობ ყოველდღე
რომ ღირსი გავხდი ქართულ მიწაზე:
*** ფეხი დამედგა, შემაძლებინე
შვილობა წილხვედრ საქართველოსი
ღირს მყავ უფალო ლოცვებით შევხვდე
დედის მოსვლასა მის საუფლოში.
*** ისე მაცხოვრე როგორც შენ გსურდეს
მიწყალე ისე როგორც გჩვევია,
იმ სიყვარულით ამამზიანე
ქართველ დედასა რომ უგემნია!
*** მამულიშვილი გავზარდო ისე
თასი ავავსო იმედებისა,
სიტყვა მართალი ისმოდეს მარად
საქმე საგმირო მარაბდელისა.
*** ისე მაცხოვრე როგორც შეფერის
ერის დედას და ქართლის შვილობას,
მჯერა აღდგება ყველა მართალი
და კვლავ დალოცავს გვარიშვილობას!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 14.03
22:49