დავხვდეთ ძმებო!

საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო მზადყოფნაში ეროვნულობის გადასარჩენად! ერი და გენეტიკა ერთი ჯაჭვის ორი უძლიერესი რგოლია! მხოლოდ რწმენა, სულიერი მზადყოფნა და სამხედრო წვრთნები შინა სახელმწიფოებრივი დავალებაა და ამას კარგად უნდა ისმენდეს და გონებაში იტოვებდეს საქართველოს მთავრობა ყოველ ეტაპზე ქვეყნის სიმშვიდისათვის! ...დავაკვირდეთ სხვა ქვეყნის სამხედრო შეიარაღებას და ჯარს, დავინახავთ რომ სამხედრო სწავლება სკოლაში მიმდინარეობს! ჩემი მოსწავლეობის დროს გვქონდა ,,სამოქალაქო თავდაცვის" გაკვეთილები და სამხედრო წვრთნებსაც გავდიოდით!. სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილები აუცილებელია! ცეკვა, სიმღერა, გართობასა და პოდიუმთან ერთად იოლად შეთავსებადია სამხედრო წვრთნები. მარტო მრგვალ მაგიდასთან ყანწით და გალეშილი სიტყვებით საქართველოს სიყვარულს ვერ დავამტკიცებთ! შემოღებულ იქნას სამხედრო სწავლება მშვიდობიან პერიოდშიც კი! დღეს ბევრ ქართველ მამას ერცხვინება თუ მისი ქალიშვილი სპორტის ისეთი ძალოვანი სახეობითაა დაკავებული როგორიც არის ფარიკაობა, სტენდური სროლები, კარატე და მრავალი სხვა! მარტო ტუჩების დაბერვა და ტატუს დახატვა მოხატვა არ ეყოფა ქვეყნის დაცვას! მიწეპებული წამწამების ფახულით ვერ მოიგერიებ კარზე მომხვდურს! ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი: ჩემს წინ რომ ქალი მიდის ადვილად შემიძლია გავარჩიო რომელი ეროვნებისაა! სულ სხვანაირი აღნაგობა აქვს ჩინელ ქალს, ფილიპინელს, რუსსა და ქართველს! შეხედავ ჩინელს და წელში გამართულია, საბრძოლო მზადებაშია მისი სხეული მუდამ, ხომ ზურგიდან ვხედავ და მაინც ვგრძნობ მის ფიზიკურ მზადებას! შეხედავ ქართველ ქალს და მიდის თავდახრილი, ფიქრებში ჩაფლული, მოშვებული ნაბიჯებით, ცხოვრების სიმძიმით სულიერადაა მოხრილი. ქალი სატირლადაა გამზადებული და მხოლოდ ვალდებულება ამოძრავებს რომ გადარჩეს! ლუკმა მიაწოდოს ოჯახს!
..... ქართველი მამაკაცის დეგრადაციას ხელს უწყობს დღევანდელი მთავრობა! მამაკაცს დაუკარგა დაცვის მექანიზმის სიფრთხილე! ღირსეული კაცის და ოჯახის უფროსის ფუნქცია! ეს კი მიზანმიმართული განადგურებაა ქართველი ერისა! გავძლიერდეთ ქართველებო! ჩვენ! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გენეტიკა გავაძლიეროთ! გამოვაღვიძოთ! ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ! როცა საღათას ძილიდან საბოლოოდ განვიკურნებით(ეს კი დაწყებულია უკვე) გული დაგვწყდება რომ არავინ ისურვა ჩვენი შეჯანჯღარება! იმიტომ რომ!!! იმიტომ რომ ასე აწყობს შინა და გარეთ მომლოდინე მტერსა! ადექით ბიჭებო! გამოაღვიძეთ მამები და ძმები! აღიდგინეთ ქართველობა და გადაეცით, გაავრცელეთ ქართული სულისკვეთება! არ გვარგია მარტო ქალების მოტანილ ლუკმას ვღეჭავდეთ! არ გვარგია სხვის იმედზე გაჩერება! ჩვენი გვაქვს და გამოვიყენოთ! სხვას ნუ დაამცირებინებთ თქვენს კაცურ ქართველობას! მუდამ ვიმარჯვებდით! ახლა ჩვენი დროა! ვიყოთ სამაგალითონი ჩვენი შვილებისათვის კაცურ კაცობაში! ქართველობაში! ერთი მერცხლის მოსვლას სხვა მერცხლებიც მოყავს და აბა ჩვენ ვიცით რასაც კარგს დავთესავთ იმას ჩვენი მადლიანი მიწა 12 ჯერ მეტი მადლით დაგვიბრუნებს! ღმერთია ჩვენთან და ჩვენ დავინახოთ იგი! ვასმინოთ ღმერთს რომ ერთმანეთი გვიყვარს! მარტო სიყვარული და მხოლოდ სიყვარულია საფუძველი ყოველივე სიკეთისა და სიმშვიდისა. ,,ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვით კირსა!" გვწყალობდეს ღმერთი! უკვე გავიღვიძეთ! ახლა კი საქმე, საქმე და მხოლოდ გონიერებით გამართული საქმე გაგვახარებს!
*************
დავხვდეთ ძმებო!
გავაღვიძოთ მიწა ჩვენი ხვნა - თესვით და სიმღერით!
საქართველოს ერთგულებით, ერთმორწმუნე შვილებით!
მივეგებოთ დედა ღვთისას - მობრძანებას იჩქარის!
დავხვდეთ ძმებო მუხლზე დგომით და დავლოცოთ ცის კარი!
დალი დადუნაშვილი 2022 წლის 29.03

დავხვდეთ  ძმებო! - 928363074375

Комментарии

Комментариев нет.