ჩემო ძვირფასო ადამიანებო!

უსაყვარლესო იუბილარებო!
ქართული რწმენითა და სულისკვეთებით დამშვენებულო მორწმუნეებო!
წმინდანთა მოსახელეებო
გილოცავთ დღევანდელი დღის გათენებას!
გვიხაროდეს რომ ვსუნთქავთ! გვიხაროდეს რომ
ცოცხლები ვართ! გვიხაროდეს რომ ღირსი გავხდით სამყაროს საოცრებებს ვხედავდეთ! გვიხაროდეს რომ სამყარო ჩვენითაა მშვენიერი. უფალმა გაგვხადა ღირსი და შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთს ვიცნობდეთ! გვიხარია ერთმანეთის სიხარული და განვიცდით ნებისმიერ მცირეოდენ დაბრკოლებასაც კი.
შევძლოთ გავცეთ დაგროვილი სითბო, სიკეთე და სიყვარული, რამეთუ ჩვენ უფლის შვილები ვართ და ჩვენ უნდა შევიძლოთ სიყვარული აღმოვაცენოთ ახლობლის გულში! იმედი ჩავუსახოთ და რწმენის მარცვალი გავაღვივოთ ურთიერთობით.
დაგლოცავთ იუბილარებო დღევანდელი დღისა!
დაგლოცავთ იუბილარებო აპრილის თვისა!
დაგლოცავთ სიმშვიდისა და მშვიდობის მომხრეებსა!
დაგლოცავთ სამოთხე საქართველოს შვილებსა!
დაგლოცავთ ქართველი ერის მოკეთეებს და მოყვარესა!
ვიხაროთ! გავმრავლდეთ! ვილოცოთ საქართველოს საკეთილდღეოდ!
ჩვენდამი გამოხატული სიყვარული 10-12ჯერ მეტად დაგიბრუნოთ უფალმა ჩვენს მოკეთეებს!
***************
პოეტები კი...
ატმის კვირტებმა ფრთები გაშალეს
მიმოქარგულა ლამაზ ხალიჩად,
მარტი თოვლს გაყვა, კუდს კი მოიქნევს
თუმც სიძლიერე არა, არ უჩანს!
*** ბუნებას თავის ფუნჯით უხატავს
აპრილის ტყემლის ნაზი კვირტები,
დაბადების დღის ნატვრას გამიმხელ?
მე საჩუქარსა ლექსად გპირდები:
*** პატარძლის კაბა ვერ შეედრება
ვაშლის და მსხლისა ფერად ყვავილებს,
სამყარო ხარობს ამ დაბადებით
რომ სიყვარული კვლავ იყვავილებს!
*** ამ წელს მრავალი წელი ემატოს
მზე კაშკაშებდეს უღრუბლო ცაზე,
მთვარე წყვილებსა ეფერებოდეს
ქარი კი ღრუბლებს გადაწევს განზე....
*** თუ ზამთრის სუსხმა სახლში ჩაკეტა
შეყვარებული გოგო და ბიჭი
აპრილს გამოაქვს ლამაზ კვირტებად
ამ სიყვარულის უბადლო ნიჭი.
*** ამ გულში მუდამ გაზაფხულია
სიხარულისთვის ღიაა კარი,
სიყვარულს ხელი უნდა შევუწყოთ
მხიარულ ნოტზე ვამღეროთ ქნარი!
*** შემოსილი ვარ ლამაზ ოცნებით
ფარჩას ვიმშვენებ ოქრომკედიანს,
სიყვარულს უმღერს მთელი სამყარო
პოეტები კი ლექსში რჩებიან!!!
დალი {ბზვანელი} დადუნაშვილი
2022წლის 01 აპრილი

ჩემო  ძვირფასო  ადამიანებო! - 928469471047

Комментарии