სიცილით როცა ებრძვი სიკვდილს - საოცარია! მაშინ ხვდები რომ გაცვეთილან ქორფა ვარდები, გიყვარს ბოლომდე უმისობით განაწამები როცა სიცოცხლეს დათვლილი აქვს წუთი, წამები. ... დრო შეგახსენებს: მის გარეშე ძალზე ძნელია როცა გიყვარს და არჩევანი ისევ შენია... ბედნიერი კი არ ივიწყებს ამ გრძნობას სათნოს, ამ საიდუმლოს არ მიანდობს არც ქარს! არც საძმოს! ...სიცილით როცა ეგებები სიკვდილს - გმირი ხარ! ხვდები რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი... სიყვარულს უცქერ თვალებში და ისე გისრუტავს როგორც მზის შუქზე მოკისკისე ვარდებზე ნამი! დალი დადუნაშვილი 2022წლის 28.04
კეთილი სურვილებით!
საოცარია! ......
სიცილით როცა ებრძვი სიკვდილს - საოცარია!
მაშინ ხვდები რომ გაცვეთილან ქორფა ვარდები,
გიყვარს ბოლომდე უმისობით განაწამები
როცა სიცოცხლეს დათვლილი აქვს წუთი, წამები.
... დრო შეგახსენებს: მის გარეშე ძალზე ძნელია
როცა გიყვარს და არჩევანი ისევ შენია...
ბედნიერი კი არ ივიწყებს ამ გრძნობას სათნოს,
ამ საიდუმლოს არ მიანდობს არც ქარს! არც საძმოს!
...სიცილით როცა ეგებები სიკვდილს - გმირი ხარ!
ხვდები რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი...
სიყვარულს უცქერ თვალებში და ისე გისრუტავს
როგორც მზის შუქზე მოკისკისე ვარდებზე ნამი!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 28.04