საქართველოში მოციქულთა სწორის წმ. ნინოს შემობრძანებას ზეიმობს ქართველი ერი! მოაქცია! ვაზის ჯვარი შეკრა თმითა შორი გზიდან მოსულმა საქართველოს მოსაქცევად დიდი რწმენით მორთულმა იქადაგა! მოაქცია ქვეყნად ბევრზე ბევრი ქართველთ მეფე დედოფალი და უბრალო მრევლი! *** წმინდა ნინოს მობრძანება და ცხოვრება რწმენით... უფლის მადლი და კურთხევა არის ჩვენი მხსნელი. დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 ივნისი ******************************************** დღეს 1 ივნისია! ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! ეს დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ . 1950 წლიდან 1 ივნისი აღინიშნება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის. მრწამსი! ომი ყოველთვის ომია, დასრულებაა ძნელი... სიმშვიდეს ითხოვს სუყველა ცელქი ბავშვიც და ბრძენიც! რა დაგვრჩა გასაყოფელი - მიზეზებს ეძებს მტერი ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ მშობლებო მართლა ლხენით. *** დედის კაშკაშა თვალებში მუდამ ხედავდეს თავის თავს უფალი არვის პატიობს განადგურებას ,,ხვალისას!" დაშვებულ შეცდომებს ვიმკით კაცობრიობა დღემდე დავლოცოთ ჩვენი შვილები - ერთმანეთს რომ არ ვნებდეთ... *** გულით ნათქვამი გვესმოდეს, ჩავხედოთ სულის სარკეს მშვიდი გულითა ვილოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი! - გვწამდეს. ვიხაროთ, ვიბედნიეროთ გათენებული დღით შვილთა მომავალს დალოცავს უფალი რწმენის გზით. *** სიმშვიდე გულით ვინატროთ, განა თუ მარტო სიტყვებით იმრავლეთ უფლის შვილებო - მრწამსის სიტყვებსა მიჰყევით! დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 ივნისი *********************************************************** დღეიდან დაიწყო ზაფხული და თვის პირველი რიცხვიდან ყოველდღე გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემო კარგებო! გლოცავდეთ და გფარავდეთ უფალი ჩვენი და წმინდა მარიამი! წმინდა ნინო და დღეს მოხსენიებული წმინდანები. იხარეთ, იბედნიერეთ და იმრავლეთ სადიდებლად უფლისა იუბილარებო! წმინდანთა მოსახელეებო! ***** მივენდოთ! მივენდოთ უფალს და დედას ღვთისა მადლი მოფინოს სულის სამყაროს, ყოველი დილა დალოცვილ გვქონდეს რომ სიყვარულმა კვლავ გაგვახაროს! . თიბათვის თვეში დაბადებულებს დღეს დაწყებულსა ყოველ ცისკარზე შეგმატებოდეთ ლამაზი დილა რომ მუდამ გრძნობდეთ ამ სილამაზეს. დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 ივნისი
კეთილი სურვილებით!
დღეს 1 ივნისია!
საქართველოში მოციქულთა სწორის წმ. ნინოს შემობრძანებას ზეიმობს ქართველი ერი!
მოაქცია!
ვაზის ჯვარი შეკრა თმითა
შორი გზიდან მოსულმა
საქართველოს მოსაქცევად
დიდი რწმენით მორთულმა
იქადაგა! მოაქცია
ქვეყნად ბევრზე ბევრი
ქართველთ მეფე დედოფალი
და უბრალო მრევლი!
*** წმინდა ნინოს მობრძანება
და ცხოვრება რწმენით...
უფლის მადლი და კურთხევა
არის ჩვენი მხსნელი.
დალი დადუნაშვილი
2022წლის 01 ივნისი
********************************************
დღეს 1 ივნისია!
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! ეს დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ . 1950 წლიდან 1 ივნისი აღინიშნება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის.
მრწამსი!
ომი ყოველთვის ომია, დასრულებაა ძნელი...
სიმშვიდეს ითხოვს სუყველა ცელქი ბავშვიც და ბრძენიც!
რა დაგვრჩა გასაყოფელი - მიზეზებს ეძებს მტერი
ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ მშობლებო მართლა ლხენით.
*** დედის კაშკაშა თვალებში მუდამ ხედავდეს თავის თავს
უფალი არვის პატიობს განადგურებას ,,ხვალისას!"
დაშვებულ შეცდომებს ვიმკით კაცობრიობა დღემდე
დავლოცოთ ჩვენი შვილები - ერთმანეთს რომ არ ვნებდეთ...
*** გულით ნათქვამი გვესმოდეს, ჩავხედოთ სულის სარკეს
მშვიდი გულითა ვილოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი! - გვწამდეს.
ვიხაროთ, ვიბედნიეროთ გათენებული დღით
შვილთა მომავალს დალოცავს უფალი რწმენის გზით.
*** სიმშვიდე გულით ვინატროთ, განა თუ მარტო სიტყვებით
იმრავლეთ უფლის შვილებო - მრწამსის სიტყვებსა მიჰყევით!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 ივნისი
***********************************************************
დღეიდან დაიწყო ზაფხული და თვის პირველი რიცხვიდან ყოველდღე გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემო კარგებო! გლოცავდეთ და გფარავდეთ უფალი ჩვენი და წმინდა მარიამი! წმინდა ნინო და დღეს მოხსენიებული წმინდანები.
იხარეთ, იბედნიერეთ და იმრავლეთ სადიდებლად უფლისა იუბილარებო! წმინდანთა მოსახელეებო!
***** მივენდოთ!
მივენდოთ უფალს და დედას ღვთისა
მადლი მოფინოს სულის სამყაროს,
ყოველი დილა დალოცვილ გვქონდეს
რომ სიყვარულმა კვლავ გაგვახაროს! .
თიბათვის თვეში დაბადებულებს
დღეს დაწყებულსა ყოველ ცისკარზე
შეგმატებოდეთ ლამაზი დილა
რომ მუდამ გრძნობდეთ ამ სილამაზეს.
დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 ივნისი