წინსაფარი!

ჩემს ბებიას წინსაფარი ქონდა უნიკალური
მრავალ საქმეს ასრულებდა ხელით ამოქარგული.
კოხტა კაბას ხომ იცავდა, ხან საქსოვსაც იტევდა
ხან მძინარეს მაფარებდა, ხან ცრემლებსაც მიწმენდდა..
*** ხელთათმანის მაგივრობას ასრულებდა ხშირადა
კალათასაც ანაცვლებდა ბაღჩა - ბაღში ფრთხილადა...
დასვრილ სახესაც მიწმენდდა ვენახების მწკრივშია
ხაჭაპურსაც მომიტანდა,,ჭამე ბებო თუ გშია!"...
*** ნაფოტები შემოქონდა ბუხრის დასანთებადა
მუხლებს კარგად იფარავდა ეკლის ნაკვერჩხლიდანა,
ყველა წვრილმან, ყველა მსხვილმან საქმეს ის აკეთბდა,
მოულოდნელ სტუმრის მოსვლით გულმზიანად ბრწყინავდა...
*** წინსაფარში მუდამ იდო: ჩურჩხელა ან კაკალი
ახლაც ჩუმად გვეფერება - მითხარ ხომ ვარ მართალი,
ვერაფერმა ვერ შეცვალა ბებოს წინსაფარია
მონატრება ლექსად თქმული - სიყვარულის კვალია!
*** დაე ასე ტკბილი ბებო ვიყოთ ჩვენი ბავშვების
სიყვარულმა გაგვახარა და ავუშვათ ,,აფრები!"
მოგონების ოკეანეს გადავცურავთ ფიქრებით
იქ ვცოცხლდებით და ვხალისობთ და ბავშვობით ვიწყებით
დალი ბზვანელი 2022წლის 15.06

წინსაფარი! - 932166393159

Комментарии