დიანა ღურწკაია (დ.

2 ივლისი, 1978, სოხუმი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.
დიანა წარმოშობით მეშახტე მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახიდანაა. დაბადებით ბრმამ, დიანამ შეძლო დაერწმუნებინა მუსიკის მასწავლებელი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას მოახერხებდა. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი". 1999 წელს დაასრულა მოსკოვის გნესინის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილება. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
2000 წელს სტუდიამ „ARC“ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი, რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.

დიანა ღურწკაია (დ. - 518612260838

Комментарии

Комментариев нет.