არაფერი ეშველება ქვეყანას ,სადაც:

კაცი კაცობის დასამტკიცებლად საკუთარ დედას აგინებს,ქალს კი -ქალის სახე დაუკარგავს და ბილწსიტყვაობით კაცისგან არ განირჩევა.
სადაც -სხვისი დამცირებით ცდილობენ თვითდამკვიდრებას.
სადაც ითხოვენ სიტყვის თავისუფლებას და ამდროს შესაძლოა ვერც კი წვდებოდნენ მის ჭეშმარიტ არსს.თვლიან,რომ სიტყვის თავისუფლება,მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვაა და სხვისთვის აზრის დაფიქსირების უუფლებობა,უარყოფა,რადგან რათქმაუნდა, სიმართლე მხოლოდ საკუთარი პოზიცია ჰგონიათ..
სადაც, სრულიად უცხო ადამიანის ზნეობის შეფასება ხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური ,თუ სხვა შეხედულებების მიხედვით ამა თუ იმ საკითხზე.
სადაც,ყველა პოლიტოლოგობს,აქვს საამისო ცოდნის ბაზა თუ არა..და ამის გამო ძმა ძმას აღარ ინდობს...
სადაც- რელიგიურობა მოდური გახდა.
სადაც - მარხვა დიეტას დაემსგავსა.
სადაც რწმენა სოციალურ ქსელებში,რელიგიურ თემატიკაზე ,დაწერილ მოწონებების რაოდენობაში,თუ კომენტარებში დაწერილ გულებში და " ამინ"-ებში გამოიხატება...
სადაც სიწმინდისთვის ხატების კუთხე ყველგან გვაქვს გამოყოფილი:-კაბინეტებში ,სამარშრუტო ტაქსებში,კერძო ავტომანქანებში და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, - არა საკუთარ გულებში..
სადაც,მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა მხოლოდ თაროებს "ამშვენებს" სხვის დასანახად და არა -გონებას.
სადაც სხვისი ცხოვრების გარჩევას იმდენი დრო ეთმობა, რომ საკუთარისთვის წამებიღა გვრჩება.
სადაც -უფროს-უმცროსობა და თაობათა შორის პატივისცემა დაიკარგა.
არაფერი გვეშველება, ვიდრე სხვის იმედად ცხოვრებას არ შევეშვებით.
ვიდრე დედ- მამისთვის,40 წლის კაცი ჯერ კიდევ "ბავშვია" .არ ვაცდით "გაზრდას", მისი ყველა პრობლემა, მისგანვე დამოუკიდებლად გვარდება - მშობლებისგან.
ვიდრე შვილებს არ ვასწავლით, რომ ყველა ქმედება შედეგობრივია და ამაზე პასუხისმგებელნიც თავადვე უნდა იყვნენ, - რომ მხოლოდ ამ გზით ჩამოყალიბდებიან პიროვნებებად და არა სუბიექტებად..
სადაც,ყველაზე რთულად სათქმელი სიტყვებია: -" არ ვიცი"...."ვცდებოდი.".. "ბოდიში".რადგან აქ ყველამ ყველაფერი იცის,არავინ ცდება და არავის სურს მოიხადოს ბოდიში.
ჩამონათვალი მრავლობითია , სამწუხაროდ და ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია მისი გაგრძელება...
გსურთ უკეთეს საქართველოში ცხოვრება?! უკეთესი მომავალი თქვენი შვილებისთვის?! მაშინ, ნუ დაელოდებით სხვას,დავიწყოთ ყველამ ,საკუთარი შეცდომების აღიარებით და მისი გამოსწორებით! მხოლოდ ასეა შესაძლებელი გავხადოთ გარემო უკეთესი.."დროების კედელს" ხომ ყველა ჩვენი წილი აგურით ვაშენებთ...
თუ ზემო ჩამონათვალი, არ შეესაბამება რეალობას და ამას არგუმენტებით დამიმტკიცებთ,გულწრფელად გამახარებთ...:)
მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ,ერთ-ერთი თქვენთაგანი და ეს გარემო უკვე სულთამხუთავივით ყელში მიჭერს, მგუდავს..იქნებ ეს გრძნობა ბევრი თქვენთაგანისთვისაც ნაცნობია...ამიტომაც მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის გაზიარება..იმის ილუზია არ მაქვს,რომ ამით ბევრ რამეს შევცვლი .მაგრამ თუკი ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ეს პოსტი, ჩავთვლი ,რომ თქვენამდე ჩემი ნააზრევის მოტანა ამად ღირდა...:)
პატივისცემით - თქვენი ადმინი.
#ნუდავკარგავთადამიანობას

ილია ჭავჭავაძე - ბედნიერი ერი

Комментарии

  • 14 ноя 2016 15:01
  • 14 ноя 2016 18:46
    Erti sityvit es tema aris saqrtvelos cxovrebashi zalze aqtualuri da sajirboroto romelsac eshveleba mxolod kargi ganatlebis damkvidrebit amas kidev aucileblad wlebi dasjirdeba rac ar unda ecado amas da iqadago tu sistema ar mowesrigda da ar damkvidrda isev zogadi ganatlebis  micemis aucilebloba mapatiet da sworad gamiget rogorc es sabjota periodshi iyo aucileblobad unda iqces normaluri ganatlebis migeba da gveqneba sworad is sazogadoeba romelsac ase vnatrobt
  • 23 ноя 2016 13:41
    getanxmebit..................
  • 26 ноя 2016 22:40
    ძალიან მაინტერესებს სახელი და გვარი ვინც ეს დაწერა, ზუსტად ისეა გადმოცემული როგორც მე მქონდა დაწერილი და მაინტერესებს ვინაა ამ ქვეყანაში ის ადამიანი ვინც ჩემნაირად აზროვნებს :-) დიდი მადლობელი ვიქნები თუ პირადში მომწერთ ვინაა ამ სტატიის ავტორი. წარმატეებს გირუსვებთ
  • 26 ноя 2016 22:41
    ჩემი დაწერილია :-)
  • 26 ноя 2016 22:42
    გაიხარე
  • 26 ноя 2016 22:42
    ეხლა აღმოვაჩინე
  • 26 ноя 2016 22:42
    აქ იშვიათად შემოვდივარ და
  • 26 ноя 2016 22:42
    ისე მომეწონა მინდა ჩემს გვერდზე დავდო და სახელი და გვარი მინდოდა მიმეთითა თუ ხართ თანახმა
  • 26 ноя 2016 22:42
    <3
  • 26 ноя 2016 22:43
    იქნებ მომაწვდინოთ თქვენი სტატია და თუ საინტერესო აღმოჩნდა საავტორო უფლების სრული დაცვით გამოვაქვეყნებ ჯგუფში :-)
  • 26 ноя 2016 22:43
    არა მე თქვენი ამ აზრის გაზიარება მინდა :-)
  • 26 ноя 2016 22:44
    ჩემი უფრო პოლიტიკურებია და გუგლში უმარავს ნახავთ <3 ინგა ბერიკაშვილი ვარ უფლებადამცველი <3
  • 26 ноя 2016 22:44
    იმდენად კარგად აზროვნებთ, რომ ყურადღება მიიქციეთ, არადა სულ სხვა მასალას ვეძებდი :-) წარმატებებს გისურვებ
  • 26 ноя 2016 22:51
    გადავხედავ აუცილებლად დიდი მადლობა პროფესიით მეც სამართალმცოდნე ვარ,თუმცა ამ განხრით არასდროს მიმუშავია
  • 26 ноя 2016 22:53
    მაია აბრამიშვილია ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :-)
  • 26 ноя 2016 22:53
    წარმატებებს გისურვებ <3 მოხარული ვარ ყოველთვის ობიექტური და საღი აზრის კითხვისას <3 წარმატეებბი
  • 26 ноя 2016 22:56
    გმადლობთ,თქვენც ასევე წარმატებით გევლოთ მუდამ
  • 26 ноя 2016 22:58
    didi madloba <3 gaixaret
  • 10 фев 2017 02:58
    Bodishit avige es temaa ubralod minda brvrma caikitxos da gaitavisos ..bodish vixdi
  • 10 фев 2017 12:17
    საბოდიშო არაფერია
  • 26 фев 2017 00:19
    Saamayo qartveli xar:-)
  • 26 фев 2017 00:34
    მადლობა ასე რომ თვლი
  • 26 фев 2017 00:35
    Madloba,rom aseti xar
  • 27 мар 2017 20:08
    es statusi martla kargia mara me ase vityodi sheicleba bevri kai adamiania da bevr karg azrs afiksirebs sul isets romelic masshi cudi araa mara sheiuclia vinmen tavisi susti mxare tkvas uaryofiti arsebobs vinme srul yofili chvenshi aris cudi da kargic amitom adamianis nebismieri mosazreba garkveuli tvalsazrisit samebis saxit chven codvebsac vafiksirebt sxvis azrtan ertad axsarebashi
  • 17 мая 2017 11:39
    Saamayo da samagalito adamiani xart titoeul qartvelistvis:-)
  • 17 мая 2017 20:09
    უღრმესი მადლობა :-)