ერთმა კრეატიულმა ადამიანმა დარდი ასე განმარტა: ” პროცენტი, რომელსაც პრობლემას ვუხდით, ვიდრე იგი რეალურად გვეწვევა.


მართლაცდა წუხილი ადამიანის უდიდესი მტერია, უამრავ ენერგიას გვართმევს და არც არაფერში გვადგება.თქვენც დარდობთ? პრინციპში პასუხიც ნათელია, ალბათ იშვიათად არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელიც არაფერზე წუხს. დღესდღეობით ადამიანები ყოველდღიურად უამრავ წამალს იღებენ, რომ წუხილი დაივიწყონ, უამრავი ფული იხარჯება ნერვოპათოლოგებთან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციაზე. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. როგორც დოქტორი ჩარლ მაიო ამბობს,რომელიც სტრესის ერთ–ერთი წამყვანი სპეციალისტია ამერიკის შეერთებულ შტატებში ” დარდი ადამიანის მთელს ნერვულს სისტემაზე ახდენს გავლენას. „მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც შრომას მოუკლავს, მაგრამ მინახავს ადამიანები, რომლებიც დარდმა და ეჭვმა მოკლა. სწორედ ეჭვი ბადებს წუხილს, თავად კი შიშისა და ინფორმაციის ნაკლებობის პროდუქტია.”მათემატიკური სიზუსტითაც, რომ განვსაჯოთ ჩვენს დარდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფსიქოლოგები და მკვლევარები ამტკიცებენ,რომ იმ პრობლემების დაახლოებით 40% რაზეც ვწუხვართ საერთოდ არ ხდება, 30% კი უკვე მომხდარია. ამასთან ჩვენი წუხილის 22% ყოველდღიური წვრილმანი/უმნიშვნელო პრობლემის ნაყოფია. გამოდის რომ “ადამიანთა სევდის” 92% იხარჯება წვრილმანებზე, რომლებიც ან უმნიშვნელოა, ან უკვე მოხდა ან კი საერთოდაც არ მოხდება.და თუ დოქტორი მაიო მართალია გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ასე უაზროდ იღუპება.
ასე რომ, როგორც უკვე ხვდებით გადაწყვეტილება, რომელიც ყოველდღიურ დარდს შეგვიმსუბუქებს ასე გამოიყურება: ნუ ვიდარდებთ ბევრს იმაზე, რასაც ვეღარ შევცვლით და ნურც იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. სათქმელად ადვილიაო მეტყვით. მართალი ბრძანდებით, თუმცა ჩემი რჩევაც ნათელია: თუ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება, წუხილს კი ნუ მიეცემით, არამედ ეცადეთ გააკეთოთ რამე, რაც არსებული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. იდარდეთ ნაკლები და იმოქმედეთ მეტი – ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

ერთმა კრეატიულმა ადამიანმა დარდი ასე განმარტა: ” პროცენტი, რომელსაც პრობლემას ვუხდით, ვიდრე იგი რეალურად გვეწვევა.”  - 838872638376

Комментарии

  • 21 окт 2016 06:57
    ვფიქრობ ძირითადად ნევროზულ ადამიანებს აქვთ მაგდენი სადარდელი და კიდევ იმათ ვინც საქმით არაა დაკავებული.
    განვლილ პრობლემებზე კი არა, გუშინდელზე, დღეს არასოდეს ვდარდობ და ვფიქრობ. ადამიანის ხასიეთზეც ბევრია დამოკიდებული.
    ბოღმიანი და შურიანი ადამიანები გარშემო მყოფი ადამიანების გამწარებით არიან დაკავებულები და ვერ აცნობიერებენ რომ უარესად  ინგრევენ ფსიქიკას, მათ აქვთ სწორეთ ყველაზე მეტი სადარდელი,იმიტომ რომ პიროვნება რომელიც მან გაამწარა, აუცილებლად მოერიდება მას, ის კი ისევ თავის შურთან და ბოღმასთან რჩება.
  • 21 окт 2016 08:51
    Sxvis problems ar unda uyurot da ar mogechvenebat  martivad
    Adamianebi imitomac arian cxovelebze gonierebi rom tavad unda moagvaron sakutari problemebi.
    Aravin ar unda icodes tqveni problemebis shesaxeb araa sachiro laparaki, tqvens garda mainc aravin gadachirs  mat.
    Problemebze saubari marto tanagrdznobas tu gamomiwvevs, tanagrdznoba ki mebrdzol suls adunebs  da klavs.
    Es carieli sityvebi ar aris. Me viqcevi  mase da ufro swrafad vagvareb chems problemebs, imitom rom moyolaze da tanagrdznobaze dros ar vkargav
  • 21 окт 2016 10:39
    Tqven ase gechvenebat, arasodes ara maqvs survili vinmes chkua davarigo ;-)yvelas chveni azri gvaqvs. Da aq darigeba arafer shuashia. :-)
  • 21 окт 2016 13:09
    Modi ici ras getyvi?!
    Davixale martla sheni chkuis darigebit. Piradshi tu ar sheidzleba wera, arc aq sheidzleba yvela komentars rom mikontroleb.
    Aravin gkitxavs me ras davwer, sakutari azri daafiqsire da gaiare.
  • 21 окт 2016 13:23
    Vaimeee, amas xom ver ajobeb.
    Mashin unda mimarto Avtors.
    Me davde komi da shen mipasuxe, shenc ase chatvlidi.
    Mashin meore komentarshi unda migewerat (chemi komi tqventvis ar iyo gankutvnili).
    Da movrchit.
  • 21 окт 2016 13:32
    Atas bodishs gixdi, ixondac damshviddi.netavi sinamdvileshi ramdeni wlis xar.