კლაკიორი ეწოდება დაქირავებულ პირს,რომელმაც,მის მსგავს დაქირავებულებთან ერთად,თეატრში ტაშის კვრით შეძახილებით,ყვირილით თუ სტვენით უნდა შექმნას მსახიობის, სპექტაკლის წარმატების შთაბეჭდილება, ანდა- პირიქით.
მეოცე საუკუნეში კლაკიორთა სამსახურით არაერთი კომპოზიტორი თუ რეჟისორი სარგებლობდა.ერთხელ იტალიელ კომპოზიტორი- პიეტრო მასკანი პრემიერისთვის ემზადებოდა,მას სახლში რამდენიმე კლაკიორი ეწვია.კლაკიორებმა მასკანს ულტიმატუმი წაუყენეს:მათ კომპოზიტორს პირველი ათი პრემიერის"სათანადოდ" ჩატარების სანაცვლოდ ,საკმაოდ სოლიდური თანხა მოსთხოვეს.კომპოზიტორი კლაკიორთა სითავხედემ ძალიან გააბრაზა ,მათ სამსახურზე უარი თქვა და დაუპატიჯებელ სტუმრები სახლიდან გაყარა.რამოდენიმე დღეში საოპერო თეატრი მასკანის ახალ მუსიკალურ ქმნილების პრემიერას მასპინძლობდა.პრემიერაზე კომპოზიტორი გააოცა მეძუძურ დედათა სიმრავლემ.ეს კლაკიორების შურისძიების გეგმა აღმოჩნდა.ჩვილებს დედები სწორედ მაშინ აიძულებდნენ ტირილს,როდესაც მუსიკალურ ნაწარმოებში ყველაზე საინტერესო მომენტები დგებოდა.ჩვილების მასიურ ტირილში კი ,იკარგებოდა არა მარტო სოლოების და დუეტების ,არამედ მთელი გუნდის ხმებიც კი.რის გამოც მსმენელმა ფაქტიურად ნაწარმოების შინაარსის გაგება ვერ შეძლო და ამის გამო პრემიერა სრული კრახით დასრულდა.სწორედ ამ ფაქტისგან შეშინებული კომპოზიტორები, მასკანისგან განსხვავებით იძულებულნი ხდებოდნენ ,კლაკიორთათვის ეხადათ იმდენი თანხა ,რამდენსაც ისინი შანტაჟის ძალით ითხოვდნენ.
გმადლობ ისიდა!