"რა აკლია ქართველს.

"
ქართველს აკლია – დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს;
მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…
ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.
პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.
საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.
დიმიტრი უზნაძე

"რა აკლია ქართველს." - 854469604776

Комментарии

  • 26 апр 2017 15:42
    rac am mhavrobam milionebs wams da milionerebia politikosebi ar vyofilvarh xaribi qveyana mxolod xorii muclis monebi imas kmayofildeba rasac havianh xor mucels akmayofilebs
  • 27 апр 2017 08:51
    ქართველს..სიმტკიცე აკლიაა...ქართველმა უნდა გსითაივისოს ის რომ სხვას არ უნდა ემონოს სხვის პატივისცემაში არ უნდა გალიოს წუთისოფელი..ქართველი სხვის მიწაწყალზე და სხვის პატივისცემაში არ უნდა იყვეს და ქართველმა თავის ქვეყანას უნდა შესეიროს ის განათკებაა ის მისწრაფებაა რასაც სხვის სიამოვნებისთვის აკეთებს და სთესავსს....ქართველები ქართველობას რომ დააფასებენ..არ იქნებიან ღარიბები და ღატაკებიი..ყოველთვის სხვისთვის სხვა ქვეყნის ღირსებისთვის წირავდა ქართველუ თავსს და ამიტომ ვართ ღატაკები და არაფრის მქონებიი...ქართველუ უკანასკნელ პერანგს გაიხდის და სხვას მიცემსს..მაგრამ არც სახელუ შეგვრჩა არც ღირსება და არც სიმდიდრეე....
  • 27 апр 2017 10:25
    კუდაბზიკა და ზარმაცი ერი ვართ, აი ესაა სიმართლე.
    კარგი ცხოვრებისათვის უნდა იბრძოლოს ერმა, მონობას კი არ უნდა მიეჩვიოს.