,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა.

ომია სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე , გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო.ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ყავს და არავინ , თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია , რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს.
დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით , ბინძური თამაშია. სიყვარული კი წმინდაა,ისევე როგორც უფალი. სათუთია , როგორც თხელი შუშა.. თბილია,როგორც მზე და ნათელი როგორც ლურჯი ცა. ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული,რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს , რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათიაა , რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს. ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას."
გოდერძი ჩოხელი

,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა. - 854525202856

Комментарии

  • 28 апр 2017 18:11
    ეეეე..დღეს დიყვარულს..ფულში.შოვინიზმში.და ზიზილ-პიპილოებდი ცვლიანნ..დღეს სიყვარულმა ფადი დაკარგაა..და ძალიან ძალიან იშვიათია რომ ვინმე ნამდვილ დიყვარულს აღმერთებდეს და მისთვის ქედს დახრიდენ და ეთაყვანებოდნენ...დღეს სიყვარული არ არსებობსს და თუ არსებობსს ესეც მალევე ფერმკრთალდებააა...
  • 4 мая 2017 10:19
    rogor xart qalbatono manana :-)️️
  • 16 окт 2017 15:41
    უკვე გვიანია ჩემი სიყვარული, ფუჭი მოლოდინი, დროა შევაჩერო. ალბათ ლაბირინთებს ვეღარ მოვერევი, და სვლა ბილიკებით უნდა გავაგრძელო. გრძნობებს მოვერიე თუმცა არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა მოკვლა ოცნებების. უკვე გვიანია ყველა ახირება, ყველა ის სიტყვები ადრე რომ მოგეცი. ბავშვი აღარა ვარ უკვე რა ხანია, ახლა ჩემს სიყვარულს არ აქვს ოფოფები. უკვე გვიანია ალბათ ეს ცრემლებიც, გული ვეღარ ტირის ძველი მონდომებით. იცი რა მაწუხებს?! ალბათ ის ტკივილი, სულს რომ მიწვავდა და მერე მაშინებდა. ახლა აღარ მტკივა ფიქრი სიყვარულზე, და ეს გულცივობა სულში გამიბევრდა. უკვე გვიანია ჩემი სიყვარული, ვიცი ამის თქმასაც ვეღარ გაგიბედავ. თუმცა დრო გავა და თავად მიმიხვდები, წლებმა როგორ იცის გულის გაციება.
  • 16 окт 2017 15:45
    სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი, თუ შეგიძლია შეყვარება-ბედნიერი ხარ, რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან, მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან !
  • 2 ноя 2021 13:47
    ბრავოო.გაიხარეთ