Комментарии
- 3 мая 2017 14:46manana cnobiladzeმართალიაა..ის უნდა იყვე რაც ღმერთმა გიბოძაა...და ბუნებამ მოგცაა....ხელოვნური და სხვისი მსგავსებაა ნამდვილად დამღუპველიაა...ბუნებრიობას და ბუნებრივს არაფერი სჯობიაააა......
- 5 мая 2017 13:36Levani Xarebava
- 10 апр 2024 19:14lela lela
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
მოაზროვნეთა ჯგუფი
ერთი აღმოსავლური იგავის თანახმად, ერთი მეფე შევიდა თავის ულამაზეს ბაღში და დაინახა, რომ ყველა ხე, ბუჩქი თუ ყვავილი ხმებოდა.
გაოცდა მეფე და შეეკითხა მცენარეებს, თუ რა აწუხებდათ მათ. მუხა იმიტომ კვდებოდა, რომ არ შეეძლო ფიჭვივით მაღალი ყოფილიყო. ფიჭვი იმიტომ, ხმებოდა, რომ მეფისთვის ვაზივით ყურძნის მიცემა არ შეეძლო, ხოლო ვაზი იმიტომ იკლავდა თავს, რომ ვარდივით ლამაზი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, მეფემ ბაღში მიაგნო ერთ ნედლ, აყვავებულ მცენარეს, რომელიც ცოცხალი იყო და მისი ყვავილების სურნელი მთელ ბაღს ეფინებოდა. მცენარემ მეფეს უთხრა: ”მე ვთვლი, რომ ყველაზე გონივრულია ვიყო ის, ვინც ვარ. განა შენ იმისთვის არ დამრგე, რომ სიხარული მომენიჭებინა შენთვის?! შენ რომ ჩემს ადგილზე გდომებოდა მუხა, ფიჭვი ან ვაზი, მათ დარგავდი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო მე და არ შეიძლება ვიყო სხვა რამე. მე ვცდილობ განვავითარო ჩემო საუკეთესო თვისებები. მე აქ იმიტომ ვარ, რომ მე უნდა ვიყო. სხვა შემთხვევაში, სხვა იქნებოდა. რახან მე უნდა ვიყო, ვარ კიდეც და რახან ვარ, ვყვავი კიდეც და ჩემს სურნელს გიგზავნი, მეფეო”.
მორალი: იყავით ის, ვინც ხართ. ყველა თქვენგანი უნიკალურია და საჭირო ამ ცხოვრებაში. ამ სამყაროს ყოველი თქვენგანის უნიკალურობა სჭირდება. განავითარეთ საკუთარი თავი, გაუხსენით გზა თქვენს ნიჭს, სიყვარული და სათნოება მოჰფინეთ იმ ბაღს, რასაც დედამიწა ჰქვია .
ბედნიერ დღეს გისურვებთ ჩემებო <3