- გიჟი ვარ!

- რა გქვია? ნამდვილი სახელი მითხარი!
- უბანში გიჟ გოგოს მეძახიან....
- მაინც რატომ გეძახიან გიჟს?
- ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.
- გიჟს მაგისთვის გეძახიან?
- ჰო, ალბათ...
- საიდან დაასკვენი?
- გალაკტიონზეც ამბობდნენ გიჟი იყოო და იქიდან.
- გალაკტიონს ედრები, შე ქალო?!
- რატომაც არა, ისიც გიჟი იყო და მეც.
- ასეთი ბრძნული შედარება ჯერ არ მომისმენია.
- ალბათ, აქამდე გიჟთან არ გილაპარაკნია და იმიტომ.
- გიჟი და ამდენი სიბრძნე კაცო?
- გიჟებიდან მოდის ყველა
სიბრძნე. იესოსაც გიჟს ეძახდნენ...
- ვაა, კაცო, გადავირიე. შენ თუ გიჟი ხარ მაშ მე ვიღა ვარ?!
- შენ ბრბოს ნაწილი ხარ.
შეშინებული ჭკვიანი, რომელსაც
დაჭერის შიშით სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში წარგული.
- შენ? შენ არ გეშინია?
- მე რისა უნდა მეშინოდეს? გიჟი თავისუფალია!!!!

- გიჟი ვარ! - 876032405469
- გიჟი ვარ! - 876032405213

Пікірлер

Пікірлер жоқ.